"დინამო თბილისი" ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა
"დინამო თბილისი" ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა
23.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, ჩისკო მუნიოს და მის სამწვრთნელო გუნდს, კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ ხვალინდელი თამაში ფარერებზე, ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. ქართველთა სამწვრთნელო შტაბი, გუნდს, 100 %-ით თავდადებისკენ მოუწოდებს. „დინამო თბილისში" კარგად ესმით, რომ ეს ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპია, რომლის შემდეგაც, ფლეი-ოფია, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის ხილვა ყველას უნდა.


„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი მატჩი ორივე გუნდისთვის. მაშინ, როდესაც უეფა-ს მესამე საკვალოფიკაციო რაუნდში ხარ, ყველა მეტოქე რთულია. ვიცით, რომ მოწინააღმდეგე გუნდს, გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ჰყავს კარგი თავდამსხმელები. კეთილი, არ იქნება ადვილი თამაში და ჩვენი გუნდი ამისთვის მზადაა. ძალიან მნიშვნელოვანია თამაშის საწყისი წუთები და საერთოდ, სინთეზში, როგორ განვითრდება მერე მოვლენები. ფეხბურთებმა იციან, რომ მატჩი ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩატარდება და ბურთით, რომლითაც ჩვენი გუნდი არაა თამაშს მიჩვეული. განსხავებული გუნდია უელსისგან. ქონას ქი უფრო ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო. განსხვავებული ტაქტიკით თამაშობენ.  ესენი ტექნიკური გუნდია. ძირითადად ტანმაღალ ფეხბურთელს დაეყრდნობიან თავდასხმაში და შუახაზიდან ეცდებიან გრძელი გადაცემების გაკეთებას" - ამბობს, ჩისკო მუნიოსი.


შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი", ფარერის კუნძულებზე გუშინ ჩაფრინდა და ტორსჰავნში გაემგზავრა და სასტუმრო „ჰოტელ ფოროიარში" დაბინავდა. დღეს, კი თბილისელებმა, მატჩის წინ ბოლოჯერ ივარჯიშეს. ჩვენი ინფორმაციით, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მზადაა ხვალინდელი დღისთვის.


ხვალ, „დინამო თბილისი"  ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრაში ადგილობრივ „კლაკსვიკს" დაუპირისპირდება და მატჩი, თბილისის დროით 22:00 დაუწყება.