
თურქეთის ერთ-ერთი სუპერ გუნდი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ნიკა ნინუაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მის რიგებში, დაბალი რანგის ჩემპიონატიდან მიწვეული, თუნდაც ტალანტი ფეხბურთელის აღზდრის დრო არ ჰქონდათ, დღეს, იმავე ჩემპიონატიდან და ნიკა ნინუას გუნდიდან წასული სხვა ქართველის, ლევან შენგელიას სამიზნე გახდა.
თურქეთის სუპერლიგის გათამაშების მე-3 ტურში, ლევან შენგელიას „ქონიასფორმა", „ბეშიქთაში" დიდი ანგარიშით 4-1 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშებაში, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ამ წარმატებაში ლევან შენგელიას ანგარიშზე ლომის წილი მოდის, ქართველმა ფეხბურთელმა თითო ტაიმში, თითო გოლი გაიტანა და აუცილებლად, სერგენ იალჩინი, ნინუას არაყვანის გამო დააფიქრა.
„ძალიან გახარებული ვარ რომ, „ბეშიქთაშთან თამაში მოვიგეთ და გოლებიც გავიტანე. ეს, ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან გუნდში ახალი მწვრთნელია, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა. ამიტომ, ორმაგად მიხარია, როცა თამაშის დროს, ყველაფერი კარგად გამომდის და გუნდს ვეხმარები მოგებაში და მწვრთნელსაც, იმედებს არ ვუცრუებ", - ამბობს ლევან შენგელია TSFF.GE-სთან საუბარში.
ქართველმა გოლები, 28-ე და 78-ე წუთებზე გაიტანა. მის გარდა, ამ დღეს დუბლი, შენგელიას თანაგუნდელმა, არტიომ კრავეცმა გაიტანა, რომელიც „ქონიასფირის" მთავარმა მწვრთნელმა, ისმაილ ქართალმა, შეხვედრის 50-ე წუთზე შეუშვა სათამაშოდ. რაც შეეხება ლევან შენგელიას, მან მინდორზე 87 წუთი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის „ქონიასფორს" მხოლოდ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 4 ქულით, სატურნირო ცხრილში, მე-7 საფეხურზეა.

მომდევნო მატჩს ქართველის გუნდი 4 ოქტომბერს, „დენიზლისფორის" წინააღმდეგ გამართავს და ამის შემდეგ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, თურქეთის სუპერლიგაშიც 18 ოქტომბრამდე სანაკრებო შესვენება ცხადდება.
ბუნებრივია, ჯერ-ჯერობით უცნობია, რა შემადგენლობას გამოუძახებს ოქტომბრის შეკრებაზე საქართველოში, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ერთ ფაქტია, რომ ლევან შენგელიამ, სანაკრებო თამაშების წინ, დღეს, „ბეშიქთაშთან" თამაშში, სერიოზული განაცხადი გააკეთა.
„სანაკრებო თამაშებზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო. იქ, მთავარია მოვიგოთ და საქართველო გავახაროთ. მეტი, არაფერზე ფიქრობს, თითოეული ფეხბურთელი", - ამბობს შენგელია.
ფოტო: ქონიასფორი





ჩვენ








