იტალიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდის წილისყრას ელიან
იტალიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდის წილისყრას ელიან
31.10.2017
ავტორი:

უეფას 17-წლამდელთა ევროპის 2017-18 წლების ჩემპიონატის ელიტრაუნდის კენჭისყრა 6 დეკემბერს, გაიმართება. თუ რომელი ქყვეყნები უმასპინძლებენ ტურნირებს, რომელიც უკვე ფინალში გასასვლელი 15 გუნდის ვინაობას გამოარკვევს და 2018 წლის გაზაფხულზე გაიმართება, ესეც დეკემბრის პირველ რიცხვებში გაირკვევა. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2018 წლის 4-20 მაისს ინგლისში ჩატარდება, ელიტრაუნდიდან გასულ 15 გუნდს, ავტომატურად ინგლისის 17-წლამდელები დაემატებიან. მანამდე, კი 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფებიდან, მხოლოდ ერთში, 1 ჯგუფში დარჩა გამარჯვებულთა ვინაობა გასარკვევი.

ბოლოსწინა, მე-13 ჯგუფში, კი რომელსაც თბილისი მასპინძლობდა დღეს თამაშების ბოლო დღე იყო. ჯგუფის მასპინძელმა საქართველომ და იტალიამ, როგორც იცით, ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ელიტრაუნდის საგზურები და დღევანდელ შეხვედრასაც, ფორმალური ხასიათი უფრო ჰქონდა, მაგრამ 17-წლამდელთა დაპირისპირება ცივი ქარისა და თავსხმა წვიმის მიუხედავად, მწვავე და დაძაბული გამოვიდა. თუმცა, ვიდრე უშუალოდ იმ მატჩის შესახებ გიამბობთ, რომელიც მიხეილ მესხზე გაიმართა, რამდენიმე სიტყვით, მეორე თამაშის შესახებ გვინდა გითხრათ, რომელიც დაიწყო დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე და დასრულდა მიხეილ მესხზე.

 

 

მონტენეგრო - ლატვია 1-1

საქმე ისაა, რომ მატჩის დაწყებისთანავე 3 წუთში, თბილისში, კერძოდ კი დავით პეტრიაშვილის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამოავრდნილმა ქარმა , სტადიონის 4-დან, ერთი განათების ბოძი მოამტვრია და 4 ნაწილად დანაწევრებული იმ სარბენ ბილიკზე დააგდო, სადაც მონტერენგროსა და ლატვიის შეხვედრა მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, წაქცევისას ბოძი, მცირე მანძილიდ ასცდა სტუარტებს, რომლებიც თამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და კიდევ უფრო გაგვიმართლა (ტურნირის მასპინძლებს), რომ პეტრიაშვილზე საქართველოს ნაკრების თამაში არ ტარდებოდა და შესაბამისად, არც ტრიბუნაზე იყო მისული მაყურებელი და არც ფოტოკორესპონდენტები იდგნენ სარბენ ბილიკზე, მათთვის სამუშაოდ განკუთვნილ ზონაში, სადაც ქარისგან წაქცეული ბოძის „პროჟექტორების" ნაწილი დაეცა.

ბუნებრივია, შეხვედრა შეჩერდა და მხოლოდ 2 საათნახევრის შემდეგ განახლდა და ისიც არა, პეტრიაშვილზე, არამედ, მიხელ მესხსი მთავარ მოედანზე.  თუ რა მოხდა და რატომ ვერ გაუძლო ქარს პეტრიაშვილის სტადიონის ღამის განათების ბოძმა, იმედია, ამის თაობაზე დაიდება სათანადო დასკვნები. რაც შეეხებდა მონტენეგროსა და ლატვიის შეხვედრას, ის, აბსოლუტურად მშვიდ ამინდში და გარემოში დასრულდა. პირველ ტაიმში, არც ერთ გუნდს არ ჰქონდა გამოკვეთილი უპირატესობა და არც რეალური საგოლე მომენტი. მეორე ტაიმში კი ანგარიში სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, მონტენეგროელებმა გახსნენს. 50-ე წუთზე გოლი, ნიკშე ვუიანოვიჩმა გაიტანა. მატჩის მიწურულს, 71-ე წუთზე, ლატვიელებმა თერთმეტმეტრიანით მოახერხეს ანგარიშს გაქვითვა. გოლი რენარს ვარსლავანსის ანგარიშზეა.  შედეგად გუნდებმა თითო-თითო ქულა აიღეს და სატურნირო ცხრილში 3-4 აგილები გაიყვეს.

 

 

საქართველო - იტალია 0-2

ამ მატჩამდე, კი ამავე მოედანზე, იტალიამ, საქართველოს 17-წლამდელებს, ანგარიშით 2-0 სძლია. გიორგი ნემსაძის ბიჭებმა დღეს, ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშეს. გამომდინარე აქედან, დაფიქსირდა მატჩის შედეგიც. ქართველებმა გოლები პირველ ტაიმში გაუშვეს. რამოდენიმე ორმხრივი შეცდომის შემდეგ, შეხვედრსი 32-ე წუთზე დავიდე გისლანდიმ შორი მანძილიდან ულამაზესი გოლი გაუტანა ლუკა ხარშილაძეს. ტაიმის ბოლო წუთზე, კი შოთა ნონიკაშვილმა საკუთარ საჯარომოში, იტალიელთა 9-ანი, ედოარდო ვერგანი წესების დარევით შეაჩერა. ამ უკანასკნელმა კი თერთმეტმეტრიანით გატანილი გოლი „გასახდელში" გაგვატანა. თუმცა, ქართველ 17-წლამდელებს, გასახდელში, გოლის გარდა, გიორგი ნემსაძის რჩევებიც შეჰყვათ.

''პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, პირველ ტაიმში იტალიამ აშკარად გვაჯობა, თუმცა შესვენების შემდეგ აქცენტი გავაკეთეთ შეტევაზე,  ნამდვილად გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი, თუმცა სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ჩემი გუნდის თამაშში იყო შეცდომები, თუმცა მახარებს ის ფაქტი, რომ გუნდის თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი აჩვენა მოედანზე, ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ. გავაანალიზებთ შეცდომებს და ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ შემდეგ შეხვედრებში", - ამას, გიორგი ნემსაძე მატჩის შემდეგ იტყვის.

 

მანამდე, კი როგორც ავღნიშნეთ, საქართველოს 17-წლამდელებმა მეორე ტაიმი განსხვავებულად ითამაშაეს. ფლამგიდან მონაცვლეობით აქტიურობდნენ ზუკა დავითაშვილი და ცოტნე კაპანაძე. სწორედ ცოტნე კაპანაძის ასეთი აქტიურობის შემდეგ, მე-60 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიასთვის გაკეთებული გადაცემის შემდეგ, იტალიელთა კარი გადაურჩა 100%-იან გოლს. კვარაცხელის ძლიერი დარტყმული ხარიხასა და ძელის კუთხემ აისხლიტდა. 73-ე წუთზე, დაახლოებით 35 მეტრიდან, კვლავ ხვიჩა კვარაცხელიას უძლიერესი დარტყმული, ამჯერად ლუდოვიკო ჯელმიმ მოიგერია. 78-ე წუთზე, ამჯერად ქართველთა დინამოელი მეკარე ლუკა ხარშილაძე დგას სიმაღლეზე. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, უკვე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, ზუკა დავითაშვილი ვერ ახერხებს გოლის გატანას.

„კარგი მატჩი იყო. ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ სამწუხაროდ, დავმარცხდით. იყო შეცდომები, რომლებსაც ელიტრაუნდამდე, აუცილებლად გამოვასწორებთ.  რაც მთავარია, ამ საკვალიფიკაციო ტურნირზე ასპარეზობის მიზანი შევასრულეთ და ელიტრაუნდში გავედით",  - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

ევროპის 17 წლამდე საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით მატჩში საქართველო 0-2 დამარცხდა იტალიასთან. ჯგუფში იტალიამ პირველი ადგილი დაიკავა 9 ქულით, ხოლო საქართველოს ნაკრები 6 ქულით მეორე პოზიციაზე გავიდა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.