ჩატარდება თუ არა ერევანში, „არარატ არმენიასა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შეხვედრა?
ჩატარდება თუ არა ერევანში, „არარატ არმენიასა“ და „ცრვენა ზვეზდას“ შეხვედრა?
28.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" ცნობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. ამ მიზეზით, სომხეთში მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატი შეწყდა. ინფორმაციას, სომხეთის მედია საშუალებები სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული წერილის საფუძველზე აკეთებენ. თუმცა, თავად ფედერაციის გვერდზე, აღნიშნულის შესახებ, ამ დრომდე არაფერი წერია.


„ჩვენ მივიღეთ წერილი, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტურნირების ორგანიზაციისა და ჩატარების განყოფილებიდან, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო მდგომარეობის დასრულებამდე, ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ყველა ჩემპიონატი გადადებულია", - ნათქვამია განცხადებაში.


თავად ფეხბურთის ფედერაციის გვერდი, ამ ეტაპზე მხოლოდ, 28 სექტემბრის მატჩის გადადების თაობაზე იტყობინება, რომელშიც, "არარატ არმენია" , „პიუნიკს" უნდა შეხვედროდა. მატჩის გადადების მიზეზად კი ის სახელდება, რომ „არარატ არმენიას" 1 ოქტომბერს, უეფა-ს ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთას" უწევს თამაში. თუმცა, დიდი ალბათობით, შეხვედრა, რომელიც ერევანში უნდა გამართული, შესაძლოა არ შედგეს და მისი ჩატარება, სხვა, ნეიტრალური ქვეყნის სტადიონზე გადაწყდეს.


ჯერ-ჯერობით, მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეა დიდი ალბათობით დამოკიდებული 11 ოქტომბერს, ერევანში, უეფა-ს ერთა ლიგის კალენდარული მატჩის ჩატარება, არჩატარების ამბავიც, რომელშიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, სომხეთის გუნდის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა.