ფლეი-ოფამდე სულ ცოტა დრო რჩება
ფლეი-ოფამდე სულ ცოტა დრო რჩება
28.09.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ჯერ-ჯერობით უცნობია რა ფორმატით ჩატარდება ერთა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრა 8 ოქტომბერს, საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელსაც 2020 წლის მარტის შემდეგ ქართველი გულშემატკივარი ელოდება. შეგახსენებთ, რომ მატჩისთვის, თავდაპირველად დათქმულ თარიღამდე ერთი თვით ადრე, თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო. თუმცა, კორონა ვირუსის პანდემიის გამო და შემდეგ, უკვე ამ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, თამაშის თარიღმაც გადაიწია და დღემდე, უეფა-ს კონკრეტული მითითება თამაშზე დაიშვება, თუ არა გულშემატკივარი არაფერი თქმულა.


შეგახსენებთ, რომ 2019-2020 სეზონის ბოლო და 2020-2021 წლების უეფა-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს და თამაშებზე, გულშემატკივარი არ დაიშვება. ასე იყო, ერთა ლიგის ახალი გათამაშების სასტარტო შეხვედრებშიც, როგორიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე 2 გამართა, ესტონეთში და შემდეგ, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან.


8 ოქტომბრის ფლეი-ოფის და შემდეგ, ერთა ლიგის მე-3 და მე-4 კალენდარული თამაშებისთვის კი, დღეს, ვლადიმერ ვაისის მიერ შერჩეული 29 ფეხბურთელის სია, სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)


მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)


ამავე შემადგენლობით იხელმძღვანელებს ვლადიმირ ვაისი ოქტომბერში დაგეგმილი კიდევ ორი შეხვედრისას. კერძოდ, 11 ოქტომბერს, ერევანში, სადაც ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება (რა თქმა უნდა თუკი, თამაშის ჩატარების ადგილი მიმდინარე მოვლენების გამო არ შეიცვალა) და შემდეგ უკვე 14 ოქტომბერს, სკოპიეში, სადაც ქართველები ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს დაუპირისპირდებიან.  


მატჩების განრიგი ასეთია:

 

8 ოქტომბერი  - 20:00

საქართველო-ბელარუსი


11 ოქტომბერი  - 20:00

სომხეთი-საქართველო


14 ოქტომბერი  - 22:45

ჩრდილოეთ მაკედონია- საქართველო