ნიკე ერთპიროვნული ლიდერია
ნიკე ერთპიროვნული ლიდერია
28.09.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ქალთა ლიგის გათამაშების მე-8 ტურში, ცენტრალური შეხვედრა ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრში გაიმართა. ერთმანეთს თბილისის „ნიკე", რომელიც ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს 2018 წლის სეზონზე ფლობდა, მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს" დაუპირისპირდა.


ამ დაძაბულ შეხვედრაში, რომლის პირდაპირი რეპორტაჟის ტრანსლაცია სფფ-ს დახმარებით მიმდინარეობდა, თბილისელთა გამარჯვებით, 1-0 დასრულდა. ეს ერთადერთი გოლი, თეონა ბაქრაძის ფლანგიდან გარღვევის შემდეგ, ანია პოღოსიანმა გაიტანა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, „ნიკე" ქალთა ლიგაზე, ერთადერთი გუნდია, რომელსაც არც ერთი ქულა არ აქვს დაკარგული და გათამაშებას 24 ქულით ლიდერობს.


ამ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, კვლავ გაცვალეს ადგილები სატურნირო ცხრილში „ლანჩხუთმა" და „მართვემ". ქუთაისელებმა, დაძაბულ ორთაბრძოლაში, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ნორჩი დინამო", ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. იმერლების შემადგენლობიდან, გამარჯვების გოლი თამთა შენგელიამ, მხოლოდ მე-80 წუთზე გაიტანა.


გათამაშების დებიუტანტთა მატჩი „მცხეთასა" და „თუშეთს" შორის, თუშების გამარჯვებით 1-2 დასრულდა.


ერთნაირი ანგარიშით, ხუთბურთიანი ანგარიშით გაიმარჯვეს ახალციხეში „კვარტალმა", რომელმაც „ზარზმა" 0-5 დაამარცხა და ბათუმში, „ბათუმმა" , „სამეგრელო". აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ბათუმელებს 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული.


მე-8 ტურში, ერთადერთ შეხვედრაში დაფიქსირდა საყაიმო ანგარიში, სადაც 8 გოლი გავიდა. ხაშურის „ივერიასა" და ხობის „კოლხეთის" დაპირისპირება ფრედ, 4-4 დასრულდა.


ქალთა ლიგის გათამაშების მომდევნო ტური 3 ოქტომბერს არის დაგეგმილი


სატურნირო ცხრილი და გათამაშების კალენდარი იხილეთ ბმულზე