
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფორმატით ჩატარდება უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი, რომელიც 2020 წლის მარტის თვიდან 8 ოქტომბერს გადმოიტანეს, მატჩამდე ერთი თვით ადრე გაყიდული იყო. თუმცა, ამ მომენტამდე უეფა-ს გადაწყვეტილება აღნიშნულ მატჩზე, გულშემატკივრის დასწრება, არდასწრებასთან დაკავშირებით არაა ცნობილი და დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში გაირკვევა.
უეფა-ს „ვერდიქტამდე" კი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც კორონა ვირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო რეალობა აღმოჩნდა და რომლის, შესაბამისადაც ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშება სექტემბრის თვეში გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მედიის წარმომადგენლებს აცნობებს, რომ მატჩზე წინა თამაშების მსგავსად, მედიის წარმომადგენელთათვის უეფას მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. საქართველო - ბელარუსის მატჩზე მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაიშვება.
უეფას განახლებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნდა დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თითოეული მედია ორგანიზაციიდან მინიმალური რაოდენობის აკრედიტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, თქვენი სურვილი მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. ოქტომბრის თვეში აღნიშნული შეზღუდვები უეფას წევრ ყველა ქვეყანაში ვრცელდება.





ჩვენ








