
ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ შერჩეული 28-კაციანი სია დაასახელა. როგორც წყარო იტყობინება, როგორც იქნა მიხაილ მარხელი ჩამოყალიბდა და გაფართოებული სიიდან საბოლოო შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი („შახტარი", სოლიგორსკი), დენის შჩერბიცკი („ბატე"), ეგორ ხატკევიჩი („ისლოჩი").
მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი („კრასნოდარი:, რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი („ტორპედო", ბელაზი), დენის პოლიაკოვი („ქაირათი", ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი („ჟეტისუ", ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე „დინამო ბრესტი"), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკის შახტარი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი).
ნახევარმცველები: იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა „ბატე"), ივან მაევსკი, მაკს ებონგი („ასტანა", ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე „დინამო ბრესტი"), დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა„შახტარი", სოლიგორსკი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე „არსენალი", რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე „დინამო მინსკი"), ანდრეი ხაჩატურიანი („ტორპედო", ბელაზი).
თავდამსხმელები: მაკსიმ სკავიში, ნიკოლაი სიგნევიჩი (ორივე „ბატე"), დენის ლაპტევი („დინამო ბრესტი"), ვიტალი ლისაკოვიჩი („ლოკომოტივი:, რუსეთი).
ბელარუსის ნაკრები თბილისში, 7 ოქტომბერს ჩამოვა და იმავე დღეს, „დინამო არენაზე" ვარჯიშს გამართავს. ტრადიციულად იგეგმება მატჩამდე პრესკონფერენცია, სადაც უკვე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, სექტემბრის სანაკრებო თამაშის მსგავსად, მედია, შეზღუდული რაოდენობით იქნება დაშვებული.
ფოტო: АБФФ





ჩვენ








