უეფა-მ 30%-იო, ახლა ჯერი ხელისუფლებებზეა
უეფა-მ 30%-იო, ახლა ჯერი ხელისუფლებებზეა
01.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე წუთის წინ, უეფა-ს ვებ-გვერდზე, როგორც იქნა დაიდო იმედისმომცემი ინფორმაცია 8 ოქტომბერს, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩზე, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, გულშემატკივრის დაშვება, არდაშვებასთან დაკავშირებით.


„დღევანდელი გადაწყვეტილება არის პირველი ნაბიჯი, რომელიც თავდაპირველად გულშემატკივრის ჯანმრთელობას ანიჭებს უპირატესობას და შემდეგ, ქვეყანაში მოქმედ კანონს სცემს პატივს. მაშინ, როდესაც ყველას გვყავს ერთი მტერი COVID, ყველა ქვეყანას აქვს თავისი მიდგომა და კონკრეტული გამოწვევები. აღნიშნული გადაწყვეტილება, ადგილობრივ მმართველებს, აძლევს საშუალებას უფრო მოხერხებულად მიუდგეს, სტადიონზე გულშემატკივრის დაშვების საკითხს, ვიდრე ეს ადრე იყო.


კონტინენტზე, უკვე 27 ქვეყანამ, სხვადასხვა თამაშებზე ფანებს მისცა დასწრების საშუალება. აღნიშნული გადაწყვეტილება, საშუალებას მოგვცემს, ცალკეულ ქვეყნებს მივუდგეთ და არა ტურნირებს, რაც გულშემატკივრისთვის გაუგებარი იყო.


ამ რთულ დროს, საჭიროა გულშემატკივარს დავუბრუნოთ იმედი და საფეხბურთო ჟინი და ამავდროულად მოვიწოდებთ მათ, შესაბამისად დაიცვან ყველა სანიტარული ნორმა და პატივი სცენ, როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, თანაკლუბელების, ნაკრების წევრების, მომხრეების" , - ამბობს ალექსანდერ ჩეფერინი, უეფა-ს პრეზიდენტი.


ისევე, როგორც ეროვნული ჩემპიონატების განახლებისას, ახლაც, უეფა-მ კორონა ვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მიიღო რეკომენდაცია სტადიონებზე, ნაგებობის ტევადობიდან გამომდინარე დაიშვას გულშემატკივრის 30%. თუმცა, ესეც, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ქვეყანასა და ქალაქში, უეფა-ს ეს რეკომენდაცია, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მიმართ არ მოდის წინააღმდეგობაში.


შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში, ქვეყნის მასშტაბით, სფფ-ს ეგიდით გამართულ ყველა შეჯიბრზე დაიშვება გულშემატკივარის, უეფა-ს მიერ აღნიშნული განკარგულების პროპორციული რაოდენობა და ამ ფორმატში მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი. შესაბამისად, უეფა-მ ნაბიჯი გადმოდგა. ახლა, ჯერი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე და აქედან გამომდინარე, სამთავრობო გადაწყვეტილებაზეა.


გეტყვით ასევე, რომ საქართველო  - ბელარუსის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში უნდა გამართულიყო, თამაშამდე ერთი თვით ადრე სრულად იყო გაყიდული. თუმცა, ახლა, უეფა-ს რეგულაციის შესაბამისად, 54000-იან „დინამო არენაზე", ამ რიცხვის 30%-გულშემატკივრის დაშვება იქნება შესაძლებელი.


უეფა-ს რეგულაციით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ფლეი-ოფის მატჩებზე, დაიშვება მხოლოდ, ადგილობრივი ქომაგი. ვიზიტორი გუნდის ქომაგებთან დაკავშირებით, კი უეფა-ს ვებ-გვერდი იტყობინება, რომ გადაწყვეტილება მოგვიანებით გაკეთდება.