
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ½ ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. რამდენიმე დღის წინ გამართული მეოთხედფინალების შემდგენ, თასის გათამაშების ბოლოსწინა ეტაპზე ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის ორ-ორი გუნდი დარჩა. დღევანდელი წილისყრის შემდგე, სწორედ, ლიგა 2-ის წარმომადგენლები მიიღებენ ძლიერთა ლიგის წარმომადგენლებს.
წყალტუბოს „სამგურალი" საჩხერის „ჩიხურას" დაუწყვილდა. „გაგრა" კი, „საბურთალოს" დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, უცნობია ½ ფინალების თარიღი და აქვე, შეგახსენებთ, რომ ისევე, როგორც წინა ეტაპებზე, ½ ფინალშიც, გამარჯვებულები და შესაბამისად ფინალისტები, ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
და ბოლოს, დღევანდელ წილისყრაზე, 2020 წლის დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალის პირობითი მასპინძლის ვინაობაც გაირკვა. სფფ-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ფინალურ მატჩს, მასპინძლის სტატუსით წყალტუბოს "სამგურალსა" და საჩხერის "ჩიხურას" წყვილში გამარჯვებული გუნდი ითამაშებს.





ჩვენ








