ზუკა დავითაშვილი, გიორგი ნავალოვსკიმ ჩაანაცვლა
ზუკა დავითაშვილი, გიორგი ნავალოვსკიმ ჩაანაცვლა
04.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა დღეს, ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოქტომბრის სანაკრებო თამაშებში, ჩვენი ქვეყნის ნაკრებს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ვერ დაეხმარება. ფეხბურთელის არჩამოსვლის მიზეზი COVID 19-ის დადებითი ტესტია, რომლის მიზეზითაც დავითაშვილი, საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. ვაკანტური ადგილი ნაკრებში, ამავე წყაროს ცნობით ბათუმის „დინამოს" გამოცდილმა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ დაიკავა.


ვლადიმირ ვაისის მიერ, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების დიდი ნაწილს საკუთარ კლუბებში ადგილობრივი პირველობების მატჩები ჰქონდათ გასამართი. ამ მიზეზით გუშინდელი დღიდან, 3 ოქტომბრიდან, სკ ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები (ლაზარე კუპატაძე და ნიკა მალი (ორივე „საბურთალო"), მამუკა კობახიძე, ჯაბა ჯიღაური (ორივე „დინამო" ბათუმი) და აშშ-დან ჩამოსული ლეგიონერები  (გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი) ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის სანაკრებო ციკლისთვის ვლადიმირ ვაისს, 29 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული.


ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით, უკვე ხვალ 5 ოქტომბერს შეიკრიბება და უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩისთვის დაიწყებს მზადებას. შეხვედრა, საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" გაიმართება და ის, 20:00 დაიწყება.


ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 11 და 14 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები, უკვე,  უეფა-ს ერთა ლიგის მიმდინარე, რიგით მეორე გათამაშების ფორმატში სტუმრად, ჯერ  სომხეთის, შემდეგ კი, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შეხვდება. ამ ეტაპისთვის უეფა-ს, მიუხედავად მთიან ყარაბაღში, საომარი ვითარების მიუხედავად, ერევნიდან, 11 ოქტომბრის მატჩის, ნეიტრალური ქვეყნის სტადიონზე გადატანის თაობაზე, გადაწყვეტილება არ მიუღია.