
საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო", 1 ნოემბერს, თურქული დროით 17:00 საათზე, სტამბულში, „ისთანბულ BBSK"- თან, ფიბა ევროპის თასის რიგით მე-3 შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები სტამბულში 31 ოქტომბერს, დილით ჩაფრინდნენ და საღამოს „ჯებეჯი სპორ ქომპლექსში" მსუბუქად ივარჯიშეს.
ირაკლი ხოშტარიას მეთვალყურეობით დღეს ივარჯიშა ყველა კალათბურთელმა, მათ შორის კაელ ტურპინმა და ნიკოლა გაჩეშამ, რომლებმაც მსუბუქი ტრავმების გამო თბილისში, სუპერლიგის კალენდარული შეხვდრა გამოტოვეს „სოხუმთან". თუმცა, არ უვარჯიშა, ილია ლონდარიძეს, რომელმაც, ასევე „სოხუმთან" მატჩში, „ჯებეჯი სპორ ქომპლექსში" მსუბუქად ივარჯიშეს.
ირაკლი ხოშტარიას მეთვალყურეობით დღეს ივარჯიშა ყველა კალათბურთელმა, მათ შორის კაელ ტურპინმა და ნიკოლა გაჩეშამ, რომლებმაც მსუბუქი ტრავმების გამო თბილისში, სუპერლიგის კალენდარული შეხვდრა გამოტოვეს „სოხუმთან". თუმცა, არ უვარჯიშა, ილია ლონდარიძეს, რომელმაც, ასევე „სოხუმთან" მატჩში, მხარი დაიზიანა. დიდი ალბათობით, ლონდარიძეს ხვალ თანაგუნდელების ქომაგობა სათადარიგოთა სკამიდან მოუწევს.
შეგახსენებთ, თბილისის „დინამო" მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ჩაერთო ევროპის საკლუბო ტურნირებში. კონკრეტულად ფიბა ევროპის თასის გათამაშებაში დინამოელები E ჯგუფში ასპარეზობენ და 1 ნოემბრის მატჩამდე უკვე 2 შეხვედრაც აქვთ გამართული. პირველში, ბულგარეთში 3 ქულით დამარცხდნენ „ლუკოილ აკადემიკთან". მეორე თამაში, თბილისურმა გუნდმა, საკუთარ კედლებში დათმო 14-ქულიანი სხვაობით ჯგუფის და მთლიანად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, რუმინულ „კლუჟ-ნაპოკასთან". 1 ნოემბრის მატჩის შემდეგ, „დინამოს" თამაში 8 ნოემბერს, უკვე თბილისში მოუწევს და მისი მეტოქე ბულგარული კლუბი იქნება.
ფიბა ევროპის თასის მომდევნო ტურში, ჯგუფიდან 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის.





ჩვენ








