ბოლო ტურებში 29-დან რვამ გოლი გაიტანა
ბოლო ტურებში 29-დან რვამ გოლი გაიტანა
05.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო მატჩამდე 3 დღეზე ცოტა მეტი რჩება. გუნდებს, თბილისსა და მინსკში, აღნიშნული თამაშისთვის არასრული შემადგენლობით შეკრება დაწყებული აქვთ. სრული ძალით კი, დიდი ალბათობით, ორივე ნაკრები ხვალიდან, 5 ოქტომბრიდან დაიტვირთება.


ამასობაში კი, ორივე ნაკრების მოთამაშეები, სანაკრებო შესვენებამდე, საკლუბო მატჩებს ატარებენ. მაგალითად, ბელარუსული პრესა იტყობინება, რომ გუნდის 22 წლის ფორვარდმა, ვიტალი ლისაკოვიჩმა, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში" თამაშობს, რუსეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.


სადებიუტოსგან უკვე საკმაოდ ბევრი აშორებს ამავე ჩემპიონატში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც მოედნიდან დღესაც არ გამოსულა გოლის გარეშე.


სანაკრებო შესვენებამდე გოლები საკლუბო ჩემპიონატებში გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ჯაბა კანკავამ, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი ქვილითაიამ, ნიკა კაჭარავამ, ლევან შენგელიამ  და ჯაბა ჯიღაურმა.


კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, რომელსაც სანაკრებო თამაშის გამოცდილება აქვს, თუმცა, ამ ჯერზე ვერ მოხვდა ეროვნულის გაფართოებულ შემადგელობაში, ბუდუ ზივზივაძემ, უნგრეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში გაიტანა გოლი.  


ამ გადასახედიდან, 8 ოქტომბრის შეხვედრას, ქართველთა გუნდი, არც თუ ცუდი განწყობით უნდა ხვდებოდეს. თუმცა, ალბათ, მაინც მთავარი ახლა, მაინც მეტოქის სათანადოდ შეფასებაა, რაც მომავალ თამაშში გადამწყვეტი იქნება.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა, „დინამო არენაზე" 8 ოქტომბერს, 20:00 დაიწყება.