
სანაკრებო შესვენებამდე, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტური გაიმართა. თუმცა, ტურის ცენტრალური დაპირისპირება, რომელიც „დინამო არენაზე", 4 ოქტომბერს უნდა გამართულიყო და მაში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დინამო თბილისი", „საბურთალოს" უპირისპირდებოდა 23 ოქტომბრისთვის გადაიდო. მიზეზად, 8 ოქტომბრის სანაკრებო თამაში დასახელდა, რომლისთვისაც „დინამო არენის" მინდვრის საფარი, იდეალურ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო.
მე-12 ტური კი თელავში, „თელავისა" და „ბათუმის" დაპირისპირებით დაიწყო, რომელიც უფრო ბათუმისთვის დამახასიათებელი ამინდის თანხლებით მიმდინარეობდა. უგულო და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმის შემდეგ, ბათუმელთა კარის აღება, 49-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა მოახერხა. თუმცა, ეს აჭარული გუნდისთვის გამოფხიზლების ნიშანი უფრო იყო, რადგან გოლის შემდეგ, გია გეგუჩაძის გუნდმა, თამაშს მოიმატა და საბოლოოდ 1-3 გაიმარჯვა. საჭირო სამი ქულა აიღო და მინიმუმ, მე-13 ტურის დასრულებამდე, სატურნირო ცხრილში 23 ქულით ლიდერი გახდა.
სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე, კახა კაჭარავას გუნდმა, მინიმალური ანგარიშით 1-0, გიორგი ნემსაძის „დილას" დამარცხება მოახერხა. ეს ერთადერთ გოლი, 54-ე წუთზე, 11-მეტრიანით დავით თარგამაძემ გაიტანა. ამ გამარჯვების მუხედავად, ამ ტურის შემდეგაც „სამტრედია" ფლეი-აუტის ზონაში რჩება. მატჩის დასრულების შემდეგ, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „დილა"-ს მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. თუმცა, აღნიშნულს არც კლუბი ადასტურებს და ოფიციალურად, არც ნემსაძე საუბრობს აღნიშნულზე. ფაქტია, რომ მისმა, გუნდმა, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში სტაბილურად და შედეგიანად ასპარეზობდა ბოლო 4 ტურში, მხოლოდ 4 ქულის აღება მოახერხა და სატურნირო ცხრილში, ჯერ-ჯერობით მე-4 საფეხურზე აღმოჩნდა, სადაც, თბილისის „ლოკომოტივთან" მხოლოდ, 1 ქულაღა დარჩა სასარგებლო მარაგში.
„ლოკომოტივმა" კი, რომელიც ნომინალურად იყო სტუმარი მესხი 2-ზე, მარტივად მოახერხა „მერანის" ბარიერის გავლა. ბექა დარცმელიას გადაცემის შემდეგ, გიორგი იაკობიძემ, მე-2 წუთზე მოახერხა ანგარიშის გახსნა და პირველი ტაიმის შემდეგ, „ლოკო", უკვე 0-3-ს იგებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში „ლოკომოტივის" ახლაგაზრდა ნახევარმცველმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. საბოლოოდ, „ლოკომოტივმა" 0-4 გაიმარჯვა და 19 ქულით, მე-3 და მე-4 ადგილოსან გუნდებთან, ერთი ქულაღა აშორებთ.
ამ ტურის ბოლო შეხვედრა, მიხეილ მესხის მთავარ სტადიონზე გაიმართა. იმერულ დერბიში, „ჩიხურამ", „ტორპედოს" უმასპინძლა. პირობითმა მასპინძელმა, რომელიც სატურნირო ცხრილში, მთელი საფეხბურთო სეზონი, საკმაოდ უჩვეულო ხან გასავარდნ, ხანაც ფლეი-აუტის ზონაშია, მე-5 წუთზე კახა კახაბრიშვილის გოლით ანგარიში გახსნა, 22-ე წუთზე კი, ლუკა კიკაბიძემ „ჩიხურა" ორბურთიანი უპირატესობითაც დააწინაურა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და „ტორპედომ", პირველივე ტაიმში სტატუს-კვოს აღდგენა მოახერხა. 35-ე და 44-ე წუთებზე, ჯერ გიორგი ფანცულაიამ, შემდეგ კი, ვიტალი პონომარმა გაიტანეს გოლები. მეორე ტაიმში, თამაში მდორედ გაგრძელდა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა 2-2. „ჩიხურა", კვლავ საშიშ ზონაშია, თუმცა, უკეთესი სატურნირო მდგომარეობა, არც „ტორპედოს" აქვს.
გათამაშების ცხრილი
მომდევნი ტურის კალენდარი
სკ "ლოკომოტივის" ფოტო





ჩვენ








