თუკი წესები დაცული იქნება?
თუკი წესები დაცული იქნება?
05.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მისცემს თუ არა ქვეყანის ხელისუფლება გულშემატკივარს ოცნების მატჩზე დასწრების უფლებას? მაშინ, როცა მატჩამდე მხოლოდ 3 დღეა დარჩენილი და უეფა-მ „ხელები" ადგილობრივ მთავრობებს შეაწმინდა, ფეხბურთის ქართველი მოყვარულები სამთავრობო გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.


წინასწარი ინფორმაციით, 8 ოქტომბრის მატჩამდე, 3 დღით ადრე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვარაუდობდნენ, რომ სწორედ, დღეს, გახდებოდა ცნობილი, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩზე, საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გულშემატკივრის დაშვება არ დაშვების საკითხი. თუმცა, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი ხდება, რომ ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე თავშეყრა, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეკომენდირებული არაა.


„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რისკებთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი რისკი იმ შემთხვევაში, თუ საფეხბურთო მატჩი ჩატარდება, რამდენად დიდი იქნება გავრცელება. 8 რიცხვამდე საბჭო დამატებით შეიკრიბება და საბოლოო შედეგსა და გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.


„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს", - ამბობს, ამირან გამყრელიძემ.


ამ მომენტისთვის განცხადება არ გაუკეთებია სფფ-ს.


შეგახსენებთ, რომ სურვილის შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცული იქნება სანიტარული ნორმები, ისევე როგორც რელიგიური დღესასწაულების ანდა სხვა მასობრივი შეკრებების დროს დაშვებული გამონაკლისების გარდა, ქვეყნის მთავრობას შეუძლია ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრისთვის სანატრელი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს.