
მას შემდეგრაც, „დინამო თბილისის აკადემიის" ორ თანამშრომელს კორონა ვირუსის განმეორებითმა ტესტმა კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა, აკადემიაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. აღნიშნულის შესახებ, ცოტა ხნის წინ ოფიციალური განცხადება გააკეთა აკადემიის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.
„დინამოს აკადემიაში საწვრთნელი პროცესი ერთი კვირით გადაიდო. ამის მიზეზი აკადემიის ორი თანამშრომლის კოვიდ ტესტებზე მიღებული დადებითი პასუხია. ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტირება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები", - ნათქვამია განცხადებაში.
ჩვენი გვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ დღეს, კორონა ვირუსზე გეგმიური შემოწმება უტარდება სკ „დინამო თბილისის" მთავარ გუნდს (ფეხბურთელები 72 საათში ერთხელ იტესტებიან) „დინამო თბილისი 2"-სა და 19-წლამდე გუნდებს.





ჩვენ








