დუდუ დადიანის მემორიალი - თამაშები ტარდება გულშემატკივრის გარეშე
დუდუ დადიანის მემორიალი - თამაშები ტარდება გულშემატკივრის გარეშე
05.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პოპულარული საკალათბურთო ტურნირი, „დუდუ დადიანის მემორიალი", რომელიც ტრადიციულად ოქტომბერში ტარდება და ქვეყნის სუპერ ლიგის პრელუდიაა, 7 ოქტომბრიდან აიღებს სტარტს.


ტრაგიკულად დაღუპული, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და 90-იანი წლების ერთ-ერთი პოპულარული კალათბურთელის დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირში, რომელიც წელს მე-19-ედ გაიმართება 9 ქართული საკალათბურთო კლუბი ჩაებმება და თავდაპირველად, 3  ქვეჯგუფში იასპარეზებს.


"ა" ჯგუფი - თსუ, რუსთავი, მგზავრები

"ბ" ჯგუფი - ვერა, კაკტუსი, ტიტები

"გ" ჯგუფი - ქუთაისი, ოლიმპი, ცხუმ-აფხაზეთი




როგორც ხედავთ, გუნდები ჯგუფებში, ერთ წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც პირველ ადგილზე გასულები ნახევარფინალში გავლენ. მეოთხე გუნდი, რომელიც ნახევარფინალის საგზურს მიიღებს, საუკეთესო მეორეადგილოსანი იქნება. ტურნირის დებულების თანახმად, ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს არ შეხვდებიან.


ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება 7, 8 და 9 ოქტომბერს. ნახევარფინალები 11-ში, ხოლო ფინალი 12 ოქტომბერს, 18:00 საათზეა დანიშნული.

აქვე გაცნობებთ, რომ დადიანის მემორიალის თამაშები, ისევე, როგორც კალათბურთის ფედერაციის ყველა სხვა ღონისძიება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებული სპეციალური რეგულაციების დაცვით, თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. თამაშებზე მაყურებელი არ დაიშვება და გათვალისწინებული იქნება კორონავირუსის გავრცელების სპეციალური პრევენციული ზომები.