ქართველთა ნაკრები ბელარუსთან თამაშამდე კიდევ ორჯერ ივარჯიშებს
ქართველთა ნაკრები ბელარუსთან თამაშამდე კიდევ ორჯერ ივარჯიშებს
05.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, სკ ზესტაფონის საწვრთნელ ბაზაზე 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ვაისის მიერ გამოძახებული ყველა ფეხბურთელი, ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით თბილისშია. თუმცა, ის ფეხბურთელები, რომლებმაც კვირას ჩატარებულ საკლუბო მატჩებში მიიღეს მონაწილეობა, ასევე ის ფეხბურთელები, რომლებიც თბილისში, დღეს ჩამოვიდნენ, ქვეყანაში არსებული რეგულაციების მიხედვით, ვარჯიშს ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ. შესაბამისად, ხვალ ვაისის განკარგულებაში, გიორგი მაკარიძე, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, სოლომონ კვერკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო გვილია, გიორგი ჩაკვეტაძე, ოთარ კიტეიშვილი და ნიკა კაჭარავაც იქნებიან.


ამ მომენტისთვის ეროვნული ნაკრების ყველა, 29-ვე ფეხბურთელი ჯანმრთელია და ოქტომბრის სანაკრებო თამაშებისთვის ემზადება.


ბელარუსთან მატჩამდე ეროვნული ნაკრები კიდევ ორ ვარჯიშს გამართავს. დღევანდელი დღის მსგავსად, 6 ოქტომბერს ვარჯიში თბილისის ზღვის ბაზაზე შედგება. ჩვენი გუნდი, მატჩამდე ბოლო ვარჯიშს, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, „დინამო არენაზე" ჩაატარებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბელარუსის შეხვედრა 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე" 20:00 დაიწყება და ის მაყურებლის გარეშე ჩატარდება.