
უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება. „დინამო არენაზე" კი დღეს, სექტემბრის სანაკრებო თამაშის შემდეგ, პროჟექტორები პირველად ჩაირთო. პირველად, ერთი თვის შემდეგ, საქართველო-ბელარუსის მატჩის ორგანიზატორებმა, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ფეხბურთს ფედერაციამ, ქართული ფეხბურთის 30-წლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად დაიწყო. უკვე ხვალინდელი მატჩისწინა დღისთვის, აქ სხვისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.

თუ რა სიახლეს უმზადებს, ეროვნულ ნაკრებს და სამწუხაროდ, ქომაგის გარეშე დარჩენილ ტრიბუნებს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ შევეცდებით ხვალ გიამბოთ. მიუხედავად იმისა, რომ თამაშზე, უეფა-ს რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოში არსებულმა ეპიდსიტუაციამ, გულშემატკივრის არდაშვების შესახებ გადაიხარა სასწორი, ნებისმიერ მატჩამდე, ორგანიზატორებს უამრავი წვრილმანი აქვთ გასათვლელი.
წვრილმანებს შორის კი ნამდვილად არაა ე.წ. ვიდეო-რეფერის სივრცე, რომელსაც კონკრეტული თამაშისთვის უეფა მოაწყობს. „დინამო არენაზე", საქართველო-ბელარუსის მატჩის დროს, პირველად იმუშავებს VAR-ის ოთახი. საფეხბურთო რეალობისთვის არა, მაგრამ ქართულისთვის სიახლე, „დინამო არენაზე" თამაშის დღეს, რამდენიმე ლოკაციაზე განთავსდება.

სავარაუდოდ, ამ სივრცეში დამონტაჟდება ე.წ. VAR-ის ოთახი, რომელშიც შესვლა ნებადართული მხოლოდ, აბდულქადირ ბითინისა და მისი ასისტენტი მსაჯი ჰუსეინ გიოჩექისთვის იქნება. ორივე მსაჯი თურქია, თუმცა, ისევე როგორც შეხვედრაზე მომსახურე მსაჯთა ბრიგადა, რომელთაგან მთავარს, ჯიუნეით ჩაქირს, აღმოსავლეთ ტრიბუნის ქვეშ, მოედნის ცენტრალური ხაზის გასწვრივ დამონტაჟებულ VAR-ის მონიტორზე შეეძლება სადაო მომენტების გადამოწმება. ევროპაში ერთ-ერთ, ყველაზე გამოცდილ, 43 წლის თურქ მსაჯს, რომლის პორტფოლიოში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 29, საერთო ჯამში კი 500-ზე მეტი მატჩი განსჯილი მატჩია, ასევე, ჩვენი მეზობელი თურქეთის წარმომადგენლები ბაჰათინ დურანი და თარიქ ონგუნი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი მეთე ქალქავანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ შევედრა „დინამო არენაზე" საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, 8 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მატჩზე გულშემატკივარი არ დაიშვება.






ჩვენ








