„ქომაგები“ მუდამ გუნდთან ერთად არიან
„ქომაგები“ მუდამ გუნდთან ერთად არიან
07.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს, რომელიც ხვალ, 8 ოქტომბერს, 20:00 „დინამო არენაზე" , საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის, მაყურებლის გარეშე გაიმართება, ეროვნული ნაკრების ფან-კლუბი გუნდის „მიტოვებას" არ აპირებს.


მატჩამდე, ბოლო ვარჯიშის დროს, „ქომაგებმა" საქართველოს ნაკრები სტადიონის გარე პერიმეტრიდან გაამხნევეს და ხვალინდელის დღისთვისაც, საგანგებოდ ემზადებიან.


„დღეს, შევიკრიბეთ, რათა ჩვენი მუხტი გადაგვეცა საქართველოს ნაკრებისთვის. გვინდა, რომ ბიჭებმა იგრძნონ „ქომაგების" გვერდში დგომა. ჩვენ, ვისაც გუნდთან ერთად, კილომეტრები და ათასობით კილომეტრი გვივლია,  საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ და ვერაფერი შეგვაფერხებს, რომ გუნდთან ერთად ვიყოთ. გვესმის, ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არის შექმნილი და ამიტომ, ვერავის მოუწოდებ, რომ გამოვიდეს და ჩენს გვერდით იყოს. თუმცა, თითოეულ ქართველს, თავისი წვლილი შეუძლია შეიტანოს, ხვალინდელ დღეში, ზოგმა შეიძლება სოციალური აქტივობებით გამოხატოს ეს, ზოგმა, დროშა გამოფინოს აივანზე, ზოგი სტადიონისკენ მომავალ ავტობუსს დახვდეს გზაზე, იქ მიესალმოს და იქ დაუკრას ტაში... ამას ვერავინ დაუშლის. ეს კარგიც არის და ეს მუხტი, აუცილებლად გადაედება ბიჭებს და შესაბამისა, ჩვენც ამას ვაპირებს. მეტს, რა და როგორ იქნება, ხვალ, წინასწარ ვერ ვიტყვი, მაგრამ ვეცდებით, რომ არ დავარღვიოთ კანონი, ჩავჯდეთ, ყველანაირ ჩარჩოში და ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ბიჭებს", - ამბობს, TSFF.Ge-სთან საუბარში ბექა ნოზაძე, „ქომაგების" ლიდერი.


შეგახსენებთ, რომ ხვალ თამაში „დინამო არენაზე" 20:00 დაიწყება.