ქვეყნის ჩემპიონი სეზონის ბოლოს ძლიერდება
ქვეყნის ჩემპიონი სეზონის ბოლოს ძლიერდება
08.10.2020
ავტორი: თ.ჯ.

სანაკრებო შესვენების დროს, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონში „დინამო თბილისში" სიახლეა. კლუბმა, ორი ფორვარდი დაიმატა.


27 წლის დავით სხირტლაძე, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. ახალი სეზონიდან კი, მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ „ორჰუსში" აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ „სილკებორგში", სლოვაკურ „სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ „რიგასა" და პოლონურ „არკაში".  სხვადასხვა წლებში, ის საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც თამაშობდა.




„დინამო თბილისის" კიდევ ერთი ახალწვეული ესპანური წარმოშობისაა. 25 წლის კარლოს კასტრო, რომელიც გუნდის შემადგენლობაში, მხოლოდ 2021 წლიდან ითამაშებს. ხელშეკრულება კი, კლუბთან 2022 წლამდე აქვს უკვე გაფორმებული. ესპანელი თავდამსხმელი ხიხონის „სპორტინგის" აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. „სპორტინგთან" ერთად, კარლოს კასტროს, ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. ფეხბურთელი „ლუგოს", „ელჩესა" და „მალიორკას" ღირსებას იცავდა სხვადასხვა წლებში. რამდენიმე შეხვედრა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.