
მატჩის დასრულების შემდეგ, „დინამო არენადან", ბელარუსის ნაკრების ავტობუსი, სტადიონთან შეკრებილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივარმა, ტაშით გააცილა. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეო-ოფის შეხვედრაზე მაყურებელი არ დაუშვეს, მე-17 სექტორი საქართველოს მთავარ სტადიონთან, მატჩამდე დიდი ხნით ადრე შეიკრიბა და ვიდრე, გუნდებმა არ დატოვეს დასასრულს ტერიტორია, ფეხი არ მოუცვლიათ.
რთული სათქმელია ასევე თბილად დახვდებიან თუ არა სამშობლოში დაბრუნებულ მიხაილ მარხელს , როგორც თბილისიდან გავაცილეთ, თუმცა, ის, რომ მისმა გუნდმა დღეს, იბრძოლა, ალბათ არავინ შეგვედავება. ამ მატჩის ბედი, შეხვედრის სტარტზე, თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილმა 11-მეტრიანმა გადაწყვიტა. საქართველოს ნაკრებმა, 1-0 მოიგო და ახლა, 12 ნოემბრის ფინალური მატჩისთვის ემზადება.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენციიდან ჩანაწერი:
მოლოდინისამებრ ნერვების თამაში გამოდგა. თამაში თანაბარი გამოდგა და მისი ბედი პენალტმა გადაწყვიტა, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა.
პირველ ტაიმში შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, უკმაყოფილო ვიყავი და გავაკეთე ცვლილება, რამაც გაამართლა, მეორე ნახევარში ბევრად გამართულად ვითამაშეთ. ვერ გეტყვით ჩემი მომავლის შესახებ - არ ყოფილა შეთანხმება, რომ აქ წაგების შემდეგ დამითხოვნდნენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, რასაც ვერ მივაღწიეთ და ვნახოთ როგორ შეაფასებს ფედერაცია ჩემს მუშაობას.
არ ვფიქრობ, რომ ბელარუსში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა გავლენია მოახდინა. გუნდში კარგი განწყობა იყო, ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ვთამაშობდით და ამ წაგებას ძალიან განვიცდით. ორმა თანაბარმა ნაკრებმა ითამაშა და ფინალში გასვლას ორივე იმსახურებდა.
ჩრდ. მაკედონია თუ კოსოვო? არ ვიცი, ჩვენ მთლიანად ამ შეხვედრაზე ვიყავით კონცენტრირებული. თუმცა, ფაქტია, ორივე გუნდი ძლიერია და საქართველოს ნაკრებს ფინალში საკმაოდ გაუჭირდება მეორე წყვილში გამარჯვებულთან თამაში.





ჩვენ








