
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 6 ნოემბრიდან თბილისში შეიკრიბება. ქართული ლეგიონი ორი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრისთვის დაიწყებს მზადებას. სფფ-ს გადაწყვეტილებით თამაშები 10 და 13 ნოემბერს თამაშები არა თბილისში, არამედ, გორსა და ქუთაისში გაიმართება.
10 ნოემბერს, გორში, თენგიზ ბურჯანაძეზე საქართველოს ეროვნული ნაკრები კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 17:00 საათზე დაიწყება. 13 ნოემბერს, კი ჩვენები, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, ბელარუსს უმასპინძლებენ. ეს მატჩი 18:00 საათზეა დაგეგმილი.
საერთაშორისო ამხანაგური მატჩების გასამართად, ვლადიმირ ვაისმა 24 ფეხბურთელი იხმო. გამოძახებულთა შორის არიან: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან გეგეჭკორი (დინამო, თბილისი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი).
აღნიშნული ფეხბურთელების გარდა, ვლადიმირ ვაისი, გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს განიხილავს: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გიორგი რეხვიაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი), ბაქარ ქარდავა (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი,რუსეთი), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), მათე ვაწაძე (სილკებორგი, დანია).
შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრა, ბელგრადში გამართა სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ ეს მატჩი არ იყო ჩვენთვის გადამწყვეტი და ახლა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უკვე ახალი, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად მოუწევს გარჯა.





ჩვენ








