სომხები ჯგუფის ყველა დარჩენილი თამაშის მოგებას გეგმავენ
სომხები ჯგუფის ყველა დარჩენილი თამაშის მოგებას გეგმავენ
10.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

იმ დღეს, როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა ბელარუსის წინააღმდეგ, ერთა ლიგაზე, ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე, უკვე 11 ოქტომბრის მატჩისთვის ემზადებოდა.


სომხეთის ნაკრების ვარჯიშის შესახებ, მეზობელი ქვეყნის ფედერაციის გვერდი წერს, რომ გუნდმა ტაქტიკური ვარჯიში ჩაატარა. ივარჯიშა დაცვის და შეტევის ხაზებში თამაშზე. მცირე ტერიტორიაზე, ორმხრივადაც ივარჯიშა.  სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის გვერდი წერს, რომ გუნდმა ვარჯიშის დროს, აქცენტები შეზღუდულ სივრცეში ორიენტაციას (ე.წ. კვადრატში) დაუთმო. მწვრთნელებმა, საქართველოს სავარაუდო შემადგენლობის გათვლითაც კი ივარჯიშესო.


9 ოქტომბერს, გუნდმა პოლონეთში გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. თუმცა, აქ, რა სახის ვარჯიში ჩაატარეს, ჩვენი მეზობლები არ კონკრეტდებიან. სომხეთის ნაკრები კატოვიცეში, 9 ოქტომბერს გვიან ღამით ჩაფრინდა და მარიოტ ქორთიარდში დაბინავდა. სომხეთის ფედერაციის ვებ-გვერდი აღნიშნავს, რომ სასტუმრო, საქართველოსთან დაპირისპირების, „ტიხი სტადიუმიდან", 20 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.




ქართველთა წინააღმდეგ სათამაშოდ კი, პოლონეთში, ჩენზე ადრე ჩასულმა „მასპინძლებმა" შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანეს:

მეკარეები:  დავიდ იურჩენკო (ყარაგანდის შახტარი, ყაზახეთი), ანატოლი აივაზოვი, არსენ ბეგლარიანი (ორივე - ურარტუ, სომხეთი).

მცველები: კამო  ოგანესიანი (კაირატი, ყაზახეთი), არმენ ოგანესიანი (ტობოლი, ყაზახეთი), ვარაზგატ არონიანი (ტამბოვი), ანდრე ჩალიშირი (გიოტებორგი, შვეიცარია), სერობ გრიგორიანი (პიუნიკი), აიკ იშხანიანი (განძასარ-კაპანი), ტარონ ვოსკანიანი (ალაშკერტი);

ნახევარმცველები: ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია), ჰენრიხ მხითარიანი (რომა, იტალია), გევორგ კაზარიანი (ლიმასოლი, კვიპროსი), ხორენ ბაირამიანი (როსტოვი, რუსეთი), გეგამ კადიმიანი (ნემანი, ბელარუსი), ბაან ბიჩახჩიანი (ჟილინა, სლოვაკეთი), არტაკ გრიგორიანი (ალაშკერტი), ანგულო ვბეიმარ (განძასარ-კაპანი), არტურ გრიგორიანი (პიუნიკი), სოლომონ უდო (შირაქი), იური გარეგინიანი, ბენიკ ოგანესიანი (ორივე - ნოა);

თავდამსხმელი: ალექსანდრე კარაპეტიანი (ტამბოვი, რუსეთი)




დღესვე, სომხეთის ნაკრებმა, ტიხის სტადიონზე მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. მანამდე კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხოაკინ კაპაროსისისა და ჰენრიხ მხითარიანის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურნალისტებმა ონლაინ დასვეს შეკითხვები და მხოლოდ 11 წუთსა და 48 წამს გასტანა. პირველ 5 შეკითხვას ჰენრიხ მხითარიანმა უპასუხა და თუ რამდენიმე სიტყვით მის ნათქვამს შევაჯამებთ, ქართული გუნდის გაოცებას დაგვპირდა, რადგან სატურნირო მდგომარეობა გასაუმჯობესებელი გვაქვსო.


საკუთარი გუნდის ფეხბურთელის პათოსი გაიზიარა, მთავარმა მწვრთნელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ერთ გუნდში დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულები არიანო. თუმცა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის შემეგ გავაანალიზეთ და დავასკვენით, რომ ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერი არაა, ამიტომ ყველა თამაშის მოგებას შევეცდებითო.


შეგახსენებთ, რომ ხვალ, სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება, ერევნის ნაცვლად, პოლონურ ტიხიში შედგება. თამაშის, ნეიტრალურ სტადიონზე გადატანის გადაწყვეტილება, უეფა-მ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩვენს მეზობელ სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.  



სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ფოტოები