გატეხავს თუ არა ნავსს ნოემბრის მატჩებში 21-წლამდელთა ნაკრები?
გატეხავს თუ არა ნავსს ნოემბრის მატჩებში 21-წლამდელთა ნაკრები?
02.11.2017
ავტორი:

საქართველოს 21- წლამდელთა ნაკრები 10 და 14 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ შეხვედრებს ჩაატარებს. გია გეგუჩაძის გუნდი, თავდაპირველად ფინეთს, მოგვიანებით კი ლიტვას უმასპინძლებს. თამაშები თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. მატჩებში მონაწილეობის მისაღებად კი გეგუჩაძემ შემდეგ შემადგენლობას გამოუძახა: მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (საბურთალო), ლევან შოვნაძე (დინამო ბთ); მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), რომან ჩაჩუა (შუქურა), ლუკა ლოჩოშვილი (დინამო კიევი, უკრაინა), ცოტნე ნადარაია (საბურთალო), აკაკი შულაია (დინამო თბ), ჯემალ ტაბიძე (უფა, რუსეთი), დავით კობოური (დინამო თბ); ნახევარმცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ბაშალეიშვილი (თელავი), ლადო მოხევიშვილი (ალკოიანო, ესპანეთი), გიორგი ზარია (დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბ), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიტვა); თავდამსხმელები: რომან ჭანტურია (პრატო, იტალია), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (ლოკომოტივი).

ქართველი 21-წლამდელები შეკრებას 6 ნოემბრიდან დაიწყებენ. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა ახალი შესარჩევი ციკლი 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა გორში, 1 სექტემბერს, პოლონელებთან 0-3 წააგო. მომდევნო მატჩი, ქართველმა ახალაგაზრდებმა უკვე დანიაში, 6 ოქტომბერს, გასვლაზე წააგეს 5-2. ბოლო შეხვედრა კი 21-წლამდელთა ნაკრებმა, 10 ოქტომბერს, ფარერის კუნძულებზე ჩაატარა და კვლავ დამარცხდა 3-1.

ფინეთის წინააღმდეგ, საქართველოს 21-წლამდელები, 10 ნოემბერს მატჩს, მიხელ მესხზე გამართავენ და თამაში 20:00 დაიწყება.

შეგახსენებთ, ქართველი ფეხბურთელები ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 შესარჩევ ჯუფში ასპარეზობენ, სადაც, 12 ქულით დანია ლიდერობს, მომდევნო 2 საფეხურს, პოლონეთი 7 და ფარერები 4 ქულით იკავებენ. ჩვენს ნოემბრის მეტოქეებს, ლიტვას-3 და ფინეთს-2 ქულა აქვს. ჯგუფში, 0 ქულით, ბოლო ადგილზე, საქართველოს ნაკრებია.