
უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალის შემდეგ, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონის ნაკრებს შეხვდება, საქართველოს მთავარი საფეხბურთო არენა 2020 წელს საბოლოოდ დაემშვიდობება სანაკრებო თამაშებს. თუმცა, ზუსტად როდემდე გასტანს ეს განშორება, ჯერჯერობით უცნობია.
უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის ბოლო ორი შეხვედრის ადგილად, საქართველოს ნაკრებს ბათუმის ახალი სტადიონი აქვს მინიშნებული. სტადიონი, რომლის გახსნაც, ეროვნული ლიგის ორი დინამოს დაპირისპირებით უნდა გახსნილიყო, COVID 19-ით გამოწვეული გართულებული ეპიდვითარების გამო, სექტემბრის დასაწყისში გადაიდო და მაშინ, ბათუმის „დინამოსა" და „დინამო თბილისის" შეხვედრა, ქუთაისში გაიმართა.
კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ხელისუფლებამ, 8 ოქტომბერს, თბილისში, „დინამო არენაზე" დაგეგმილ მატჩზე, უეფა-ს რეკომენდაციის მიუხედავად, სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობის 30% დაეშვა, არ გაითვალისწინა და თამაშიც მაყურებლის გარეშე ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე" 54202 გულშემატკივარი ეტევა და უეფა-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, სტადიონზე შემოსვლა 16000 გულშემატკივარს შეეძლო.
მოგეხსენებათ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი მხოლოდ 20000 გულშემატკივარს იტევს, და თუ აჭარლებს მაინც გაუმართლებთ სამთავრობო გადაწყვეტილებაში, მაშინ სტადიონზე მოხვედრა, 6000 გულშემატკივარს შეეძლება.
ბუნებრივია, სანაკრებო თამაშის ხილვის ღირსი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ყველა გულშემატკივარია, თუმცა, მას შემდეგ, რაც 26 მარტისთვის ყველა ბილეთი რეკორდული სისწრაფით გაიყიდა, შემდეგ კი, 8 ოქტომბრის თამაში, თბილისში მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ფეხბურთის თბილისის ქომაგისთვის (უეფა-ს კოვიდ-რეგულაციების შესაბამისად, „დინამო არენაზე" გაცილებით მეტი ქომაგი ესწრება) და ახლაც სანაკრებო თამაშების მოლოდინშია, ცოტა უპატივცემულობა იქნება. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა, სტადიონზე მაყურებლის შეშვების ნებართვას გასცემს.

12 ოქტომბრის მონაცემებით, 34 დღით ადრე, ბათუმის ახალის სტადიონის გახსნამდე, კორონა ვირუსის დღიური მაჩვენებლიდან - 478 ახალი შემთხვევიდან 196 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 178 კი თბილისში.
შეგახსენებთ, რომ დღემდე, აჭარაში მთელი რიგი შეზღუდვები მოქმედებს. თუმცა, ამ ეტაპისთვის, როგორც დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ,ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სანამ სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სტაბილურად არ შემცირდება, აჭარაში შეზღუდვების მოხსნა რეკომენდირებული არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ აჭარაში სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ შემზღუდავი ღონისძიებების ამ ეტაპზე მოხსნა, რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. სანამ გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია და სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაში არ გვექნება სტაბილურად შედარებით მცირე რაოდენობა, მანამდე ამ შემზღუდავი ღონისძიებების მოხსნა არაა რეკომენდირებულია",- აღნიშნა გამყრელიძემ.
ამ ეტაპისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური განცხადება მატჩის ბათუმში ჩატარების თაობაზე არ გაუკეთებია, ვინაიდან, 15 და 18 ნოემბრის მატჩებამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს , ჯერ 14 ნოემბერს სკოპიეში ელის სანაკრებო თამაში. შემეგ, კი თბილისში, „დინამო არენაზე" 12 ნოემბრის შეხვედრა, იმავე ჩრდ. მაკედონიის ნაკრებთან, რომელშიც წარმატების შემთხვევაში, ყველას გვჯერა, რომ ქართული ფეხბურთი ახალ ათვლას დაიწყებს.





ჩვენ








