
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურისათვის 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე", ერთმანეთის პირისპირ სწორედ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები უნდა წარსდგნენ, არც ერთი გუნდი, ოფიციალურად არ ადასტურებს, რომ მთელი სამზადისი სწორედ ამ მატჩისათვის არის და აბსოლუტურად სწორად, აქცენტებს ერთა ლიგის, რიგით მეორე გათამაშების იმ მატჩზე აკეთებს, რომელიც ხვალ, სკოპიეში, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.
მატჩის წინ, ჩრდ. მაკედონიელებმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს და ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ 14 ოქტომბრის მატჩში, თავს მოვალედ თვლიან მოიგონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთში, იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც გვინდოდა, გუნდში, კარგი განწყობაა. თუმცა, მოდით, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და ევროპის ჩემპიონატთან, ერთი ნაბიჯით ახლოს ვართ. ხვალ, ვთამაშობთ გუნდთან, რომელსაც ფინალში შევხდებით და იმისდა მიუხედავად, რა დანაკლისიც გვაქვს, ყველა, ვინც ხვალ მინდორზე გამოვა, ვალდებულები არიან მაქსიმუმი ჩადონ თამაშში. ჩვენ, პირველად გვიხდება 7 დღეში სამი მატჩის თამაში, საიდანაც პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. პრობლემები, საქართველოს ნარების მწვრთნელსაც აქვს - ტრავმირებულები და ვისაც გამოტოვება უწვეს, მაგრამ ჩვენ, მწვრთნელები ვართა და ის უნდა გამოვიყენოთ, რაც გაგვაჩნია. არ ველი, რომ მოწინააღმდეგე, სხვა შემადგენლობით იქნება" - ამბობს იგორ ანგელოვსკი, ჩრდ. მაკედონიის მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ერთა ლიგის მესამე საასპარეზო დღეს, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს ესტონეთში, საკმაოდ მძიმე თამაშის ჩატარება მოუხდა, სკამზე კი ანგელოვსკის სათადარიგოების ნაკლებობაც ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უახლოესი 1 თვის „ქრონიკულ" მოწინააღმდეგეს კი, ტრავმირებულების და სანქციადადებულების ადგილების შევსება, COVID 19-ის რეგულაციების გამო, მხოლოდ ადგილობრივი მოთამაშეებით შეუძლია. შედეგად, მაკედონიელთა თავკაცმა, ლიუპჩო დორიევი, ენურ ტოტრე („შკენდია"), დარკო მიცევსკის(„ვარდარი"), ტომე კიტანოვსკი (ს.კ. მაკედონია) გამოიძახა.
ანგელოვსკიმ, კიდევ ერთ ფეხბურთელს, აგრონ რუფატის დაუძახა. ფეხბურთელი, ქვეყნის 21-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, თუმცა ჩრდ. მაკედონიელთა ახალგაზრდული ნაკრების მცველს, რომელიც უკრაინულ „ზორიაში" თამაშობს, ყვითელი ბარათების გამო, ისრაელთან თამაშის გაცდენა უწევდა, ვერც ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება. მიზეზი, ისევ და ისევ ის ყვითელი ბარათებია. შესაბამისად, ანგელოვსკი, ხვალინდელ თამაშში ვერც ამ რესურს გამოიყენებს.
„რა თქმა უნდა, ყველას ვინც ითამაშებს მივეხმარები. ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს და მათ მოტივაცია და მხარდაჭერა სჭირდებათ. მაქსიმუმს ვეცდებით. გუნდში, ყველა ძირითად 11-ში მოხვედრას ვცდილობთ. ჯოჯოხეთური რიტმია, 7 დღეში 3 შეხვედრა. ყველა თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ მჯერა, რომ ხვალ, ყველაფერს შევეცდებით მოგებას, იმისად მიუხედავად, ვინ იქნება მინდორზე", - გორან პანდევი.
ამ მომენტისთვის, ჩრდ. მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, ტოდორ პროესკის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარებიან ვისარ მუსლიუ და იენის ბარდი ვერ დაეხმარებიან. თუმცა, პირველს ყვითელი ბარათების გარდა ტრავმაც აწუხებს. ტრავმის გამო, ხვალინდელ მატჩში, ანგელოვსკის, ადემი და ტოშევსკიც არ ეყოლება. საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს არც ფერხან ჰასანიც.
ფოტო:ffm.mk





ჩვენ








