ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქალთა ეროვნული ნაკრები კვლავ შეიკრიბება
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ქალთა ეროვნული ნაკრები კვლავ შეიკრიბება
13.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 20 ოქტომბრიდან შეიკრიბება და უეფა-ს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩისთვის დაიწყებს მზადებას, რომლის  (ევროპის ჩემპიონატი) თარიღებმაც 2022 წლისთვის გადაიწია. ლევან ბაჯელიძის გუნდი 27ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა, თბილისის დროით 16:00 დაიწყება და დიდი ალბათობით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


აღნიშნული მატჩი, კორონა ვირუსის პანდემიიდან გამოწვეული ფაქტორების გამო ორჯერ გადაიდო. ჩვენი ინფორმაციით, ისრაელის ნაკრები საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. თუმცა, მესამე ცდაზე, ჩვენი მეტოქეები თბილისში ჩამოდიან.


COVID 19-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო საქართველოს ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, ლეგიონერები, ანა ჩემინავა, თამარ ქველიძე და გულნარა გაბელია ამ ეტაპზე, არ გამოეძახა. სამაგიეროდ ლევან ბაჯელიძის განკარგულებაში საქართველოს ქალთა ლიგაში მოასპარეზე 22  და ერთიც, თურქეთში მოასპარეზე ფეხბურთელი ქალი იქნება.


მეკარეები: თამარ ნადირაშვილი („ნიკე" თბილისი), თეონა სუხაშვილი ("ფათიჰ ვათან სფორი" თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი")


მცველები:  ნინო სუთიძე („კვარტალი" თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი(„ლანჩხუთი"), თამარ ტატუაშვილი(„ნიკე" თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), გვანცა ქადაგიშვილი („კვარტალი" თბილისი),, ანა ჯოჯუა („კვარტალი" თბილისი), მეგი ეჯიბია („კვარტალი" თბილისი);


ნახევარმცველები: თეონა ბაქრაძე („ნიკე" თბილისი), ნინო პასიკაშვილი („კვარტალი" თბილისი), თეონა თოდაძე („ლანჩხუთი"), ელენე კახნიაშვილი („ნორჩი დინამო" თბილისი), ნათია დანელია („კვარტალი" თბილისი),  მარიამ დანელია(„ლანჩხუთი"), ტატიანა მატვეევა („ნიკე" თბილისი);


თავდამსხმელები: ხატია ჭყონია („ლანჩხუთი"), ლელა ჭიჭინაძე („ნიკე" თბილისი), ეთერ სულაშვილი („გორი იუნაიტედი" გორი), ლანა გორგაძე („მართვე" ქუთაისი), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი"), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე" თბილისი);