ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ერთა ლიგის მოგება - საქართველოს ნაკრების მიზანი
ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ერთა ლიგის მოგება - საქართველოს ნაკრების მიზანი
13.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ოქტომბრის სანაკრებო მატჩების მიმდინარეობისას, ვლადიმირ ვაისს, გზადაგზა ფეხბურთელები აკლდება. მას შემდეგ, რაც გუნდმა თბილისში 29 ფეხბურთელის შემადგენლობით დაიწყო მზადება, 9 ოქტომბრის მატჩისთვის საქართველოს ნაკრების მწვრთნელის განკარგულებაში 28 ფეხბურთელი იყო. უკვე 11 და 14 ოქტომბრის მატჩებისთვის, თბილისიდან, საქართველოს ნაკრები 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. თუმცა, სომხებთან თამაშის შემდეგ, ვაისს, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, დღევანდელ ვარჯიშამდე, მხოლოდ 23 მოთამაშის წარდგენა შეეძლო.


დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ კი, ცნობილი ხდება, რომ გუნდს, თორნიკე ორქიაშვილი, რომელიც კატოვიცედან, სკოპიეში ჩავიდა ვეღარ დაეხმარება. მცირე ტრავმის გამო, ფეხბურთელმა დღეს არც კი, ივარჯიშა. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ, სომხებთან მატჩში, ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო  სკოპიეში მატჩს გამოტოვებს. თუმცა, კაპიტანი გუნდთან ერთადაა და საწვრთნელ პროცესებშიც მონაწილეობს. გუნდთან ერთად არ არის არც გიორგი აბურჯანია, რომელიც ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე, კლუბში დაბრუნდა.  თუ რა ვითარებაა გუნდში, დანარჩენზე დღეს მატჩამდე პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა ილაპარაკა.


„ორივე გუნდს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, ასეთ სიტუაციაში კი სხვა მოთამაშეებს მიეცემათ შანსი. რა სისტემითაც არ უნდა ითამაშოს მეტოქემ, ჩვენ ნებისმიერი ტაქტიკისთვის მზად ვართ. ჩვენი ბოლო მატჩის მსგავსად სომხეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიამაც წინა შეხვედრაში ესტონეთთან ცხრა ფეხბურთელი შეცვალა. გუნდი ორი ბურთით აგებდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ გუნდს კარგი შეტევის ხაზი აქვს. რამდენიმე მოთამაშის არ ყოფნის მიუხედავად, ჩვენი მიზანი წარმატების მიღწევაა", - ამბობს ვაისი.


უეფა-ს ერთა ლიგის, რიგით მეორე გათამაშების, მე-4 ტურის მატჩის ჩასატარებლად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, სკოპიეში, გუშინ, 12 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ კატოვიცედან, ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. იმავე დღეს, ქართველმა ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო მოედანზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართეს. დღეს, კი სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე ერთი საათის მანძილზე ივარჯიშა. ქართველთა მწვრთნელის მატჩამდე გამართული პრესკონფერენციით თუ ვიმსჯელებთ, რომლის შინაარსიც, სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა,


„ჩრდილოეთ მაკედონია ერთი თვის შემდეგ ჩვენი მეტოქე იქნება, მათ კოსოვო დაამარცხეს. მოწინააღმდეგეს კარგად ვიცნობთ, რადგან ჯგუფში ერთხელ უკვე ვითამაშეთ. სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ხვალ მნიშნველოვანი შევედრა გველოდება. გამარჯვებული ჯგუფის ლიდერი ხდება, დამარცხებულმა კი, შესაძლოა, მეორე ან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლოს. რთულია დღეს საუბარი  ერთი თვის შემდეგ დაგეგმილ თამაშზე, რადგან დღეს მსოფლიოს მთავარ საფრთხეს კორონავირუსი წარმოადგენს, ამიტომ აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა"- აღნიშნა ვაისმა.


14 ოქტომბრის მატჩამდე გამართულ პრესკონფერეციაზე, ჩრდ. მაკედონიის მედიისთვის კომენტარი გააკეთა გიორგი ქვილითაიამაც. „რთული მატჩი იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ველოდებით ისეთ თამაშს, როგორიც თბილისში გვქონდა. აქ მომდევნო თამაშისთვის  მოსამზადებლად არ ჩამოვსულვართ. თუ ხვალ სამ ქულას მოვიპოვებთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯგუფში გამარჯვებისთვის", - განაცხადა ფეხბურთელმა.


საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობით ემზადება:


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)


მცველები: გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო)


ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასფორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანქარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი).


შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ერთა ლიგის მეორე დაპირისპირება, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და ის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.



სფფ-ს  ფოტო / ლაშა კუპრაშვილი