
გუდაურში, სასტუმრო „გუდაური ჰათში“ მესამე დღეა სამთო გამყოლთა სკოლის მორიგი შეკრება მიმდინარეობს. მეორე წელია გუდაურული შეკრებები UIAGM-IVBV (საერთაშორისო სამთო გიდების ასოციაცია) სტანდარტების სწავლების უფლების მოსაპოვებლად ტარდება. ამ ეტაპზე წვრთნას, მეორე სასწავლო შეკრების 6 მსმენელი გადის.
შეკრება 10 დღეს გაგრძელდება, ამჯერად მსმენელები თხილამურებით ალპინიზმის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაივლიან. შეისწავილან როგორ უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ტურები. შეკრების დროს სამთო გამყოლები, რომლებსაც კურსს საერთაშორისო სამთო გიდების ასოციაციის წევრი არჩილ ცინცაძე, გია აფაქიძე, ნიკა ერქომაიშვილი და ცნობილი ქართველი მესიმაღლე და გუდაურის სამაშველო სამსახურის გუნდის წევრი ბიძინა გუჯაბიძე წარუძღვებიან, ახლაგაზრდა გიდებს მოუწევთ გუდაურში და ჭაუხის მასივში რიგი მწვერვალების დალაშქვარაც. ხოლო შემაჯამებენ გამოცდებს, გუდაურში 30 აპრილს დაასრულებენ.
საერთაშორისო სამთო გიდების ასოციაციის (UIAGM IVBV) 1965 წლიდან ფუნქციონირებს და მასში მსოფლიოს 22 ქვეყანაა გაერთიანებული. სამთო სპორტის სახეობები, დასვენება და ტურიზმი ასოციაციის მთვარი საქმიანობა არის. ასოციაციაში გაერთიანებული სამთო გიდები კი მსოფლიოში უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ. დღეისათვის აღნიშნულ ასოციაციაში რამდენიმე ქართველი გიდია გაერთიანებული.
საქართველოში სამთო გამყოლთა შეკრებებების მოწყობა და ქართველი გიდების კლასის ამაღლება მიზნად ისახავს, ქვეყნის UIAGM-ში გაწევრიანებას. საერთაშორისო ასიციაციის წევრობა კი გაზრდის მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყანის სტატუსს, ასევე გაზრდის უცხოელი ტურისტების ნდობას.
საქართველოში სამთო გამყოლთა სკოლა, რამდენიმე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.





ჩვენ








