როდესაც „გამოცდილება“ ჯობნის „ფიზიკას“
როდესაც „გამოცდილება“ ჯობნის „ფიზიკას“
02.11.2017
ავტორი:

ქუთაისის „ტორპედო", ზედიზედ მეორე სეზონია საქართველოს თასის ფინალში ითამაშებს. წელს მისი მეტოქე საჩხერის „ჩიხურა" იქნება. სად ჩატარდება სათასო ფინალური მატჩი, როდის და რომელ საათზე, ფედერაცია ამ ინფორმაციას ჯერ არ აანოსნებს. თუმცა, კულუარებში ფინალის პრეტენდენტი ორი სტადიონის, გორის „თენგიზ ბურჯანაძისა" და ზესტაფონის „დავით აბაშიძის" (რომელიც მიმდინარე სეზონზე „დაიჩაგრასავით") შესახებ საუბრობენ. რაც შეეხება ფინალის გამართვის ვადას 2017 წლის დეკმებრის პირველი დეკადა სახელდება.

თუმცა, ფინალამდე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ორი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა 1 ნოემბერს. მარტვილში, „მურთაზ ხურცილავას სახელობის" სტადიონზე, ხონის „იმერეთმა", საჩხერის „ჩიხურას" უმასპინძლა.



„იმერეთი" - „ჩიხურა" 0-5

ამ ნახევარფინალურ წყვილში, საჩხერელთა უპირატესობაში ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი. თუმცა იმ ცოტასთვისაც, სოსო ფრუიძის ბიჭებმა, თამაშის დაწყებიდან მე-14 წუთზევე „შეიტანეს ნათელი". ამ წყვილში წესებს ასეც და ისეც „ჩიხურა" უკარნახებდა. პირველი გოლი თავური დარტმით ლევან კაკუბავამ გაიტანა, ლაშა ჩიკვაიძის ზუსტი ჩაწოდების შემდეგ. პირველი ტაიმის შემდეგ, საჩხერლები უკვე 0-3 იგებდნენ. გოლები 24-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა და 36-ზე მიხეილ სარდალიშვილმა გაიტანეს.

მეორე ტაიმში, სათამაშო კლასმა და 3-გოლიანმა უპირატესობამ თავისი გააკეთა. შესაბამისად იკლო თამაშის ტემპმა და ცუდი ამინდის ფონზე, გუნდები, უფრო მატჩის დროულად დასრულებაზე ფიქრობენდნენ როგორც ჩანს, ვიდრე ვითარების გამოსწორებაზე (აქ, „იმერეთი" გვყავს მხედველობაში). თუმცა, მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმში, ანგარიში კიდევ შეიცვალა, თან ორჯერ. გოლები, კი კვლავ „ჩიხურამ" გაიტანა. 78-ზე წუთზე, სარდალიშვილმა გაიფორმა დუბლი, კიდევ 10 წუთში, მატჩის მიწურულს კი ტატანაშვილმა.

საბოლოოდ „ჩიხურამ" დიდი ანგარიშით 0-5 დაამარცხა სტუმრად, ხონის „იმერეთი" და საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

„ტორპედო"- „დინამო თბილისი" 0-0 (5-4 პენალტების სერია)

ქუთაისში, „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე" თამაში შედგა. სიცივის, წვიმისა პრინციპული შინაარსის მიუხედავად კანტიკუნტად მოსულმა გულშემატკივარმა, საკმაოდ საინტერესო და დაძაბული ქართული დერბი იხილა. ტრადიციულმა მეტოქეებმა „დინამო თბილისმა" და ქუთაისის „ტორპედომ" ამჯერად დავით ყიფიანის თასის ½ ფინალში „იომეს".

 

 

„დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებულია. ძალიან კარგი მატჩი გამოვიდა, ბიჭებმა სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეს და მიხარია, რომ იმ პენალტის აღებით გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანე" - ამბობს, როინ კვახვაძე, ტორპედოელთა და ეროვნული ნაკრების მეკარე.

120 წუთის მანძლზე შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი, მიწინააღმდეგისთვის ბევრი თავსატეხის გაჩენას ახერხებდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მატჩის მსვლელობისას ნაჩვენები 6 ყვითელი ბარათის მიუხედავად, მსაჯთა ბრიგადამ, გიორგი ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით მოახერხა, რომ ქართული დერბი კორეკტულად და საფეხბურთო სტანდარტების დაცვით ჩატარდა. თბილისელთა ახალგაზრდული გუნდის წევრებმა, თითქოს პირველ ტაიმში მცირედი დაუთმეს ქუთათურებს, თუმცა ტორპედოელთა გამოცდილებამ, თავი მხოლოდ პენალტების სერიაში იჩინა. დანარჩენი დრო თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და ალბათ, ისევ და ისევ დინამოელთა ასაკიდან გამომდინარე ე.წ. „ფიზიკაში" დედაქალაქელებმა, ქყვენის მეორე დედაქალაქის გუნდს აჯობებს.

პირველ 3 წუთში კი ჯერ დინამოელმა კიტეიშვილმა და შემდეგ, კი ტორპედოელმა ფალავანდიშვილმა მოწინააღმდეგეთა მეკარეები გამოაფხიზლეს. პირველი სახიფათო მომენტი კი ქუთაისის კართა შეიქმნა. მე-6 წუთზე გიორგი ზარიას ჩაწოდებული კუთხური ვერ „ჩაკეტა" გამოცდილმა დინამოელმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ. კიდევ 6 წუთში, უკვე თავად ზარიას დარტმული სცდება როინ კვასხვაძის კარს. ამ ტაიმში, დინამოელთა კარს, ორჯერ შველის სერგეი ლიტოვჩენკოც. ალბათ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, 38-ე წუთზე დინამოელთა კართან შექმნილი მომენტი, როდესაც თბილისელთა უკრაინელმა კარის დარაჯმა გრიგოლ დოლიძის ახლო მანძილიდან დარტმული მოიგერია.

აღსანიშნავია ალბათ, ისიც, რომ ლაშა თოთაძე, რომლის სტანდარტულის შესრულების ადგილას გამოჩენაც კი ბოლო ტურებია ნებისმიერი გუნდს შიშის ზარს სცემს, ამ დღეს განსაკუთრებული სიძლიერით ბურთს კარის მიმართულებით ან ვერ არტყავდა, ან საერთდ სტანდარტის გათამაშებას ამჯობინებდა.

მეორე ტაიმში, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დინამოელებმა ფიზიკური მომზადების ხარჯზე ოდნავ აჯობეს მეტოქეს. განსაკუთრებით აკაკი შულაია აქტიურობდა ფლანგიდან და ბექა ქავთარაძის თამაშის გამოყოფა შეიძლება სტუმართა გუნდიდან. ქუთაისელთა შორის კი მთელი თამაში სტაბილური იყო გრიგოლ დოლიძე. მეორე ტაიმში გუგა ფალავანდიშვილმა კიდევ ერთხელ დაძაბა სერგეი ლიტოვჩენკო. ამავე ტაიმში დინამოელთა რიგებიდან, კიდევ ერთ ფეხბურთელზე გვინდა ყურადღების გამახვილება.

 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებისა და დინამოს ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა, რომელიც კახა კაჭარავამ 62-ე წუთიდან შეუშვა მინდორზე, დინამოელთა შეტევები ოდნავ გაამწვავა, თუმცა გოლამდე საქმე არც ამ ტაიმში და არც დამატებით ტაიმებში არ მივიდა.

ალბათ, ერთადერთი მომენტი, სადაც „დინამოს"  ჰქონდა შანსი თამაში „დაესრულებინა" 83- ე წუთზე შეიქმნა. ჯერ იყო და კვასხვაძემ მოიგერია ლაშა ქოჩლაძის ძლიერად დარტყმული, დამატებაზე კი ქავთარაძისა, სანტიმეტრებით ასცდა ტორპედოს კარს.

პენალტების სერიაში, დინამოელთა ახალგაზრულ ჟინს, ტორპედოელთა დაღვინებულმა გამოცდილებამ აჯობა. 6-6 დარტმული პენალტიდან საერთო ჯამში დინამოელებმა (მათ შორის ბოლო გადამწყვეტი) გააფუჭეს, ერთი კი ტორპედოელებმა.

„თასის მატჩები თავისი დაძაბულობით გამოირჩევა, მით უმეტეს მაშინ, როცა დაპირისპირება ერთმატჩიანია. მატჩი კარგად დავიწყეთ, გვქონდა რამდენიმე მომენტი. მთლიანობაში, ორივე გუნდის შესრულებით გულშემატკივარმა დღეს კარგი ფეხბურთი იხილა, მაგრამ ფინალში მხოლოდ ერთი გადიოდა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, რომ დღეს მოსაგებად ყველაფერი გააკეთეს. ვულოცავ ამ გამარჯვებას და ვისურვებდი, წინა წლისავით, ფინალში ვიმარჯვოთ" - ამბობს კახა ჩხეტიანი, ქუთაისელთა მთავარი მწვერთნელი.

„პენლები ლატარეაა. ქუთაისი სახლში თამაშობდა. თან, არის კარგად დაკომპლექტებული გუნდი. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ „ტორპედომ" თამაშით გვაჯობა. დაბოლოებაში გვქონდა შეცდომები, რაც ჩემი აზრით გამოუცდელობის ბრალია. ახალაზრდა ბიჭები არიან და თავის დროზე, ეს გამოცდილება მოვა. დასანანია, რომ გათამაშებას გამოვეთიშეთ, მაგრამ მინდა ბიჭებს, მადლობა ვუთხრა თავდადებისთვის. ნათლად დაგვაკლდა ბოლო მომენტებში ის კლასი, რის მიხედვითაც საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა. ეს ხდება ხოლმე ფეხბურთში. ამიტომ, ახლა, მომავალ თამაშზე უნდა გადავერთოთ. ჩვენ ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს გვიწევდა თამაში, ვგულისხმობ ამ სათასო შეხვედრასაც და ამ ბავშვევს უწევთ ყველა მატჩების ჩატარება. შეგვიძლია, მხოლოდ 2-3 მოთამაშის როტაცია და რა თქმა უნდა, დიდი ენერგია წაიღო ამან ყველაფერმა. ახლა, გადამწვყეტი თამაში გვაქვს ბათუმთან, ეროვნულ ლიგაზე და ვემზადებით მისთვის. ეს არ იქნება ადვილი თამაში",  - ამბობს კახა კაჭარავა, დინამოელთა მთავარი მწვრთნელი.

 

 

ბათუმის „დინამოსთან" თბილისელებს ეროვნული ლიგის მატჩი 5 ნოემბერს აქვთ „დინამო არენაზე". ამავე დღეს, „ტორპედო" სახლში „სამტრედიას" მიიღებს, რომელსაც სამეულში ყოფნით ევროტურნირებზე მონაწილეობა განაღდებული აქვს. „ჩიხურა" გასვლაზე თამაშობს „საბურთალოსთან". შესაძლოა, ამ მატჩს, „საბურთალოსთვის" უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, რადგან გუნდი 4-ეულში მოსახვედრად და ევროთასებისთვის იბრძვის. „ჩიხურას" კი ევროპულ საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა, მხოლოდ თასის აღების შემთვევაში შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი 26 ნოემბერს დამთავრდება. მანამდე კი გუნდებს უკვე 33-ე ტურის შემდეგ, სანაკრებო ტაიმ-აუტზე გასვლა მოუწევთ.