
სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მედიისთვის, ვლადიმირ ვაისმა გააკეთა კომენტარები. „ეკიპას" სტადიიდან ირკვევა, რომ ქართველთა გუნდის თავკაცი, პირველ რიგში, საკუთარი გუნდის მიერ გამოუყენებელ შანსებზე ამახვილებს ყურადღებას და მომდევნო მატჩებისთვის, ამ „გაკვეთილიდან" მიღებული ცოდნის გამოყენებას შეეცდება.
„მოგებას, ჩვენ ვიმსახურებდით. ჩვენ უნდა გამოგვეყენებინა შანსები და მაკედონიას არ გაეტანა პენალტი. ნებისმიერ ვარიანტში, ვერ ვიქნები ბედნიერი, რადგან 10-კაციანმა მაკედონიამ გაგვიტანა გოლი.
არ ვიცი, რა იქნება ერთი თვის შემდეგ. დღეს, რიგითი მატჩი ვითამაშეთ და ერთ თვეში ევრო-ფინალს ვითამაშებთ. ჩვენ, მაკედონიის მსგავსი ქულები გვაქვს და დღეს, დაკარგეთ შანსი, გავმხდარიყავით ჯგუფის ლიდერები. მომდევნო მატჩისთვის, კარგად მოვემზადებით. მაკედონიამ, დღეს ელმასის, ბარდის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე ითამაშა. ჩვენც, 6 თუ 7 ძირითადი ფეხბურთელის გარეშე ვითამაშეთ. ასე, რომ ეს არ არის რეალური სურათი იმის წარმოსადგენად, თუ რა შეიძლება მოხდეს ნოემბერში.
ალიოსკი, კარგი იყო პირველ ტაიმში. საერთოდ, მაკედონიამ კარგად ითამაშა პირველი ტაიმი. ჩვენ, მეორე. შეხვედრიდან ბევრი დასკვნები გამოვიტანეთ და ამას მომდევნო თამაშისთვის აუცილებლად გავითვალისწინებთ. ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ პანდევი არის შესანიშნავი ფეხბურთელი, საკმაოდ საჭირო მაკედონიის გუნდისთვის. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ამ ასაკში, როგორ შეძლო მთელი მატჩი ეთამაშა," - ამბობს ვაისი.
ჩვენის მხრივ კი, დავუკავშირდით საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს ოთარ კიტეიშვილს, რომელიც მატჩის სტარტზევე, ორი არასასიამოვნო შეჯახების შემდეგ, შეცვალეს და მისი ჯანმრთელობის ამბავი ვიკითხეთ. TSFF.Ge-სთან საუბარში კიტეიშვილმა თქვა, რომ მიღებული ტრავმის გამო, ის თამაშის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. თუმცა, რამდენად სერიოზული დაზიანება მიიღო ფეხბურთელმა, ეს, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ავსტრიაში დაბრუნებულს, კვლევა ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა უეფა-ს ერთა ლიგის მეორე გათამაშების მე-4 კალენდარული მატჩი სკოპიეში. ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის, რომელიც ფრედ, 1-1 დასრულდა. ამ შეხვედრაში ანგარიში, შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, 11-მეტრიანით მასპინძლებმა თამაშის გადარჩენა მოახერხეს.
ფოტო: ekipa.mk





ჩვენ








