ვთვლი, რომ მზად ვართ თამაშისთვის
ვთვლი, რომ მზად ვართ თამაშისთვის
15.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების უგოლო და სანახაობას მოკლებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა შედარებით საინტერესო თამაში შემოგვთავაზა. შეცვლაზე შემოსულმა ნიკა კაჭარავამ და ხვიჩა კვარაცხელიამ, ჩვენი გუნდის თამაშში აშკარად სიცოცხლე შეიტანეს. თუმცა, დღეს გოლი, მხოლოდ კვარაცხელიამ გაიტანა, რომელმაც, მასპინძელთა ორი მოთამაშის მოტყუება მოახერხა და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, სადებიუტო გოლი გაიტანა.


„მოხარული ვარ ნაკრებში ჩემი პირველი გოლით, ეს ჩემთვის ოცნების ახდენაა. თუმცა, რა თქმა უნდა, გამარჯვება უკეთესი იქნებოდა. ძალიან დატვირთული ვარ ემოციებით, როდესაც ნაკრებში იტან გოლს ეს ალბათ ყველაზე დიდი სიხარულია. ყველაფერი წინ არის, 12 ნოემბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება. ვთვლი, რომ მზად ვართ ამ თამაშისთვის და ვფიქრობ, რომ დღესაც  შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება", - ამბობს ახალგაზრდა ფეხბურთელი.


შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს, თბილისში, „დინამო არენაზე" უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები, სწორედ, ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდს დაუპირისპირდება.