კიტეს ტრავმა სერიოზული გამოდგა
კიტეს ტრავმა სერიოზული გამოდგა
16.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სკოპიეში, გამართული უეფა-ს ერთა ლიგის მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენ ოთარ კიტეიშვილს დავუკავშირდით და ტრავმის სირთულის შესახებ ვკითხეთ. ფეხბურთელი გამოკვლევის ჩატარებას, ავსტრიაში დაბრუნდების შემდეგ გეგმავდა. დღეს კი, გრაცის "შტურმის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციის მიხედვით, ოთარ კიტეიშვილს, არა თუ 12 ნოემბრის შეხვედრის, არამედ, მთელი თვეანხევრის გამოტოვება მოუწევს.


„კი, გადავიღე სურათი და სამწუხაროდ, კუნთი გაწყვეტილი მაქვს. თბილისში, სათამაშოდ ვერ ჩამოვალ. არ ვიცი, რა ვთქვა. ეს პერიოდი, ავსტრიაში ვიქნები და აქ ვიმკურნალებ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი TSFF.GE-სთან საუბარში.


ჩვენი ინფორმაციით, რომელიც ფეხბურთელის გარდა, სხვა წყაროებითაც გადავამოწმეთ, კიტეიშვილის MR პასუხმა აჩვენა, რომ მას არა მხოლოდ ერთი, არამდე რამდენიმე დაზიანება აქვს. ფეხბურთელისთვის ბოლოს სამი თვის, მანძილზე, ეს მესამე შემთხვევაა, რის გამოც კიტეიშვილს, „შტურმის" და სანაკრებო თამაშების გაცდენა უწევს.


შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა ტრავმა, ერთა ლიგის მე-4 სათამაშო დღეს, სკოპიეში, მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ, მიიღო. ფეხბურთელის წინააღმდეგ, ორჯერ უხეშად ითამაშეს. მეორე შემთხვევა სავალალო გამოდგა. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვლადიმირ ვაისს მისი შეცვლა მოუხდა.


#ეროვნულინაკრები #კიტე #ერთალიგა