2017-18 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა სპორტის სასახლეში დაიწყო
2017-18 წლების სეზონის ფუტსალის ლიგა სპორტის სასახლეში დაიწყო
03.11.2017
ავტორი:

თბილისის  სპორტის სასახლეში , 3 ნოემბერს, სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონმა. პირველი ტურის სასტარტო მატჩში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა   სტუ-თელასმა  და ლიგის  დებიუტანტს,   „წყალტუბოს" უმასპინძლა.  სეზონის პირველი დაპირისპირება, ჩემპიონის  გამარჯვებით  8:2  დასრულდა.  "თელასის"  რიგებად ჰეთრიკი  ნუკრი  ჭუმბურიძემ  გაიფორმა,  დუბლი  კი  გიორგი სოზაშვილის  ანგარიშზეა. დებიუტანტებში  გოლის გატანა გიორგი თევზაძემ  და  ოთარ  გოგალაძემ  შეძლეს. 

"მარტივი გამარჯვება  არ ყოფილა  ტაბლოზე  დაწერილი რიცხვებით  არ  უნდა  ვიმსჯელოთ, ძალიან  ბევრი შეცდომები გვქონდა   სამწუხაროდ, ჩვენი  მიზანი  წელსაც  ჩემპიონობა  წინ  ძალიან რთული თამაშები გველოდება",  ამბობს  ავთო ასათიანი, სტუ-თელასის მწვრთნელი.

„წელსაც  ისევე  როგორც  შარშან  ჩვენი  მიზანი  ჩემპიონობაა  იმედია  მივაღწევთ.  მიმე  თამაში  გამოვიდა .  პირველი  ტური  იყო,  დანაკლისი  გვქონდა  ორი  ლიდერი  გვაკლდა, მაგრამ  დამსახურებულად  გავიმარჯვეთ.   რაც  შეეხება  მეტოქე  გუნდს  კარგი გუნდია,  კარგი  ბიჭები არიან  იბრძოლეს  და  წარმატებას  ვუსურვებ" , ამბობს  შოთა  თოფურია, სტუ-თელასისა და ეროვნული ნაკრების მოთამაშე.

„მივულოცავ  მოწინააღმდეგე  გუნდს  გამარჯვებას   დამსახურებულად  გაიმარჯვეს,  ძლიერი  მეტოქე  იყო, რაც  შეეხება  ჩვენს  გუნდს  ყველაფერს  გავაკეთებთ  რომ  შემდეგ თამაშებში  უკათესად  ვითამაშიტ და  გავაუმჯობესოტ  შედეგი ,   ჩვენი  მტავარი  მიზანი ლიგაზე   ღირსეულად  გამოსვლა  და  პლეი-ოფში  თამაში", ამბობს თამაზ  გოგსაძე, წყალტუბოს მოთამაშე.

ტურის ცენტრალური შეხვედრა, მფკ აგორასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებს შორის გაიმართა. მატჩი,  უხვგოლიან შეხვედრაში გამარჯვება  შესძლო ანგარიშით  6:3.  კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა დღეს სპორტის სასახლეში. „კოლხი -გულრიფში",   „აფხაზეთის" გუნდს დაუპირისირდა.  მატჩი  ფრედ  3:3  დასრულდა.  გასული სეზონის  მესამე  ადგილოსანი   „თბილისი"  კი ტურნირის შარშანდელ  ფინალისტ გუნდს,    „ტატიშვილი"  შეხვდა. მატჩი „ტატიშვილის"  გამაჯვებით 6:1  დასრულდა.

„პირველი  ნახევარი  ძალიან დაძაბული  გამოვიდა,  იყო  ბევრი ხარვეზი  და   რადგან  პირველი  თამაში იყო, დიდი  მადლობა  ბიჭებს  მართლა  ძალიან  კარგი თამაში აჩვენეს.   ჩვენ  ისღა  დაგვრჩენია,  განვიხილოთ შეცდომი  და   შევეცადოთ  მომდევნო თამაშს  უფრო  მომზადებულები  შევხვდეთ  ,  ჩვენი გუნდის  მიზანი  პლეიოფში  მოხვედრა და  უფრო დიდი  მიზნებისთვის  ბრძოლაა", - ამბობს,  გოცა  გაბუნია, BSU-ს მოთამაშე.

„პირველი თამაში  იყო და  ჩვენთვის  ძალიან დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა  კარგად დაგვეწყო,   თამაში  მიგვყვადა  პირველივე  წუთებში, თუმცა  შემდეგ   მეკარე  გაგვიძევეს  და  ფაქტიურად  სამი  მოტამაშით  ვითამაშეთ  და  ორით  ორი  გახდა. მაგრამ  საბოლოოდ  მიხარია  რომ  გავიმარჯვეთ და  მადლობა  მოწინააღმდეგეს  ძალიან კარგი  თამაშისთვის", ამბობს გიგა დანელია, „აგორას" მოთამაშე.


წლევანდელი გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი  მონაწილეობს, სამ წრედ წარიმართება, რის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას ოთხი საუკეთესო მოიპოვებს. 1/2 ფინალურ, ფინალურ და III ადგილისთვის შეხვედრებში, გამარჯვებული ორი მოგების შედეგად გამოვლინდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მესამე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ. ახალი სეზონიდან ლიგის პარტნიორი იქნება საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება  აღნიშნული ჩემპიონატი.

ახალ სეზონზე იზრდება საპრიზო ფონდი -  ფრის და მოგების შემთხვევაში, გუნდებს გაზრდილი ბონუსები დაერიცხებათ. ასევე დამატებითი ფულადი წახალისების მიზნით, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, გუნდები გათავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი" ტელეკომპანია „SILK", „ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"