საქართველო - რუსეთის მატჩი კვლავ გადაიდო

20.10.2020
ავტორი: რ.კ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.
რაგბი ევროპის განცხადებით: „ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისშეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველამატჩის გადადება."
ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა - რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.
რაგბის კავშირის ფოტო / გოგიტა ბუხაიძე





ჩვენ








