
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" შეიკრიბება და ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც 27 ოქტომბერს ჩატარდება. ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან ბაჯელიძეს, ქალთა ლიგის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ, შემადგენლობაში, მცირე ტრავმების გამო, რამდენიმე ფეხბურთელის შეცვლა მოუხდა. კერძოდ, გუნდთან ერთად შეკრებას ვეღარ გადიან „ლანჩხუთის" ფეხბურთელები მარიამ კალანდაძე და მარიამ დანელია. ბაჯელიძემ ამ გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელის, ირინა ხაბურზანიას გამოძახება, ტრავმის გამო ვერ მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ლანჩხუთელებს, მალე ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ თამაში, ამიტომ ფეხბურთელებს, მწყობრში მალე ჩადგომას ვუსურვებთ.
ოქტომბრის მატჩისთვის, ქალთა ეროვნულ ნაკრებთან არ იქნება შეკრებაზე, „გორი იუნაიტედის" ახალგაზრდა და ქალთა ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი შემტევი, ეთერ სულაშვილიც. ლევან ბაჯელიძემ, ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელები თამთა შენგელიათი („მართვე" ქუთაისი), ნუცა გურიელიძე („ნორჩი დინამო"), მაიკო ბებია („ნიკე") და გორელი მეკარე, სვეტლანა გაბელაია დაიმატა.
ბაჯელიძის გუნდი 27 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე, ისრაელის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მეტოქე საქართველოში თამაშამდე ერთი დღით ადრე, 26 ოქტომბერს ჩამოვა. ხვალ, კი ებრაელი ფეხბურთელები, დანიაში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ B ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრას.
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ 24 ფეხბურთელს შორის, ექვსი, ანა ჯოჯუა, მეგი ეჯიბია, ლიზი მწყერაშვილი, მაიკო ბებია, ელენე კახნიაშვილი და ნინო გურიელიძე დებიუტანტია, თუმცა, მათ, ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვთ.
ბაჯელიძის გუნდი ისრაელთან მატჩისთვის, შემდეგი შემადგენლობით ემზადება:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესფორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (გორი იუნაიტედი)
ნახევარმცველები: თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე ("ლანჩხუთი") თეონა ბაქრაძე (კვარტალი, თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ანა ჯოჯუა (კვარტალი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), მეგი ეჯიბია (კვარტალი, თბილისი), ნინო გურიელიძე (ნორჩი დინამო, თბილისი)
ნახევარმცველები: თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი), ლანა გორგაძე (მართვე, ქუთაისი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე ("ლანჩხუთი"), თეონა ბაქრაძე ("ნიკე", თბილისი), ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია დანელია (კვარტალი, თბილისი), ტატა მატვეევა (ნიკე, თბილისი)
თავდამსხმელები: ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე, თბილისი), მაიკო ბებია (ნიკე, თბილისი), ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
ასევე იხილეთ





ჩვენ








