13 ტური და 13 მოგება და მეორე ტიტული
13 ტური და 13 მოგება და მეორე ტიტული
20.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისის „ნიკემ" ქალთა ლიგის მოგება მეორედ მოახერხა. თბილისელებმა, ერთწლიანი შესვენების შემდეგ ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს. დღეს კი, ბოლო ტურის დასრულების შემდეგ კუთვნილი მედლები და თასი მიიღეს. ჩემპიონობის ტიტულთან ერთად „ნიკე" კლუბის არსებობის სამწლიან ისტორიაში, 2021-22 წლების სეზონზე, მეორედ მიიღებს მონაწილოებას უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე.


ქალთა ლიგის გათამაშების ბოლო შეხვედრაში „ნიკემ" „ბათუმი" 16-1 დაამარცხა. ეს თბილისელთა მე-13 გამარჯვება იყო, მე-13 შეხვედრაში. შესაბამისად, „ნიკე" ის ერთადერთი გუნდი აღმოჩნდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატში, რომელმაც არც ერთ ქულა არ დაკარგა და ქულების მაქსიმუმით 39 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან ნიკეს ფეხბურთელებმა, მეტოქეთა კარში 117 გოლი გაიტანეს და საკუთარში, მხოლოდ 5 მიიღეს. აღსანიშნავია, რომ „ნიკე" მიმდინარე ჩემპიონატში, ყველაზე გამოცდილი ქართველი ქალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. მას შემდეგ, რაც კორონა ვირუსის პანდემიის გამო, სხვადასხვა ქვეყანაში შეწყდა ქალთა ჩემპიონატები, ქართველმა ლეგიონერმა ქალმა ფეხბურთელებმა გამოსავალი, სწორედ „ნიკეში" ნახეს და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გუნდი შექმნეს.


ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში „ნიკეს" კონკურენციას, მხოლოდ გასული წლის ჩემპიონი „ლანჩხუთი", რომელთანაც თბილისელებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 გამარჯვება მოახერხეს და ქვეყნის 2-გზის ჩემპიონი, „მართვე" უწევდნენ. „ნიკემ", ქუთაისელები, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 1-2 დაამარცხა.


ტურის დანარჩენ მატჩებში შემდეგი ანგარიში დაფიქსირდა:

„ნორჩი დინამო"-  „დინამო სოხუმი" 6-2

„თუშეთი" - „ზარზმა" 0-1

„კოლხეთი" ხობი - „მცხეთა" 4-0

„ლანჩხუთი" - „გორი იუნაიტედი" 7-1

„მართვე" - „ივერია" 11-2


ამ ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, ჩხოროწყუს „სამეგრელოსა" და თბილისის „კვარტალს" შორის 7 ნოემბრისთვის გადაიდო. ჩემპიონატის კიდევ ერთ, მე-7 ტურის გამოტოვებული მატჩი ხობის „კოლხეთსა" და „ბათუმს" შორის კი 26 ოქტომბერს გაიმართება.


გათამაშების საბოლოო ცხრილი


კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ქალთა ლიგის გათამაშება, რომელმაც მეხუთე წელია რეგულარული ტურნირის სახე მიიღო ამ სახით ბოლოჯერ ჩატარდა და უკვე მომავალი წლიდან ქალთა ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ქალთა ლიგის მთავარ ტურნირში 8 გუნდი იასპარეზებს. ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველი სხვა გუნდებისგან კი სხვა ლიგა შეიქმნება.