საქართველოს კალათბურთს ფედერაცია არჩევნებისთვის ემზადება
საქართველოს კალათბურთს ფედერაცია არჩევნებისთვის ემზადება
04.11.2017
ავტორი:

საქართველოს კალათბურთს ფედერაცია არჩევნებისთვის ემზადება. 2017 წლის ბოლომდე ფედერაციის  საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. თუ როდის ჩატარდება არჩევნები, თარიღი კონკრეტულად არ არის ცნობილი. თუმცა, ფედერაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე უკვე გამოაცხადა გამგეობის სხდომის დანიშვის შესახებ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ არჩევნების თარიღიც გაჟღერდება.

2017 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში, გაიმართება საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომა, შემდეგი დღის წესრიგით 2 ძირითადი საკითხია განსახილვევი. 1. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრების თარიღის განსაზღვრა და  2. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთო, საარჩევნო კრებაზე წარმოსადგენი სრულუფლებიანი-ხმის უფლების მქონე წევრთა და მათი დელეგატების ხმათა რაოდენობების განსაზღვრა.

ამ მომენტისთვის საკალათბურთო ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი ოფიციალურად საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ წვერს, შიო ხეცურიანს აქვს გამოცხადებული. წინასააარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხეცურიანი 2 თვეზე მეტია მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც „კალათბურთის განვითარების 10 წლიან სტრატეგიას" აცნობს საკალათბურთო წრეებსა და ქართულ მედიას, რომელიც ამ სფეროში მუშაობს.

ვინ იქნება და რამდენი იქნება შიო ხეცურიანის კონკურენტი არჩევნებზე, ეს 10 ნოემბრის შემდეგ გაირკვევა. ფაქტია, რომ კულუარებში, 2 კანდიდატის აქტიური განხილვა მიმდინარეობს. ერთ კახა შენგელიაა, ცნობილი კალათბურთელი და მოქმედი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას მამა და მეორე, ფედერაციის კანდიდატი (რომელზეც სავარაუდოდ შეჯერდება ფედერაცია, თუმცა ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ) პაატა გურასპაულია, ასევე ცნობილი კალათბურთელი, რომელსაც 2000-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც დაასრულა აქტიური კალათბურთი, ფედერაციაში წლების მანძილზე მაღალ საფეხურებზე უწევდა მუშაობა.

საკალათბურთო კულუარებში მათ გარდა კიდევ 2 კანდიდატზე მიდის ლაპარაკი, რომლებიც სავარაუდოდ არჩევნების თარიღის გარკვევის შემდეგ საკუთარ კანიდტურებს წამოაყენებს. თუმცა, ამ ეტაპზე ჯერ, მხოლოდ ერთი კანდიდატია ცნობილი და რეალობა, რომ არჩევნები, 2017 წელს უნდა ჩატარდეს.