ქართული ლეგიონი ყაზახეთიდან 12 ნოემბრის თამაშისთვის თბილისში იქნება
ქართული ლეგიონი ყაზახეთიდან 12 ნოემბრის თამაშისთვის თბილისში იქნება
22.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

რამდენიმე დღის წინ, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ 12 ნოემბრის მატჩში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ იყვნენ ჩვენი გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, სიმართლეს არ შეეფერება. თუმცა, „გვირილაზე მკითხავ", თითიდან გამოწოვილი სენსაციის მაძიებელი მედიის წარმომადგენლებს, როგორც ჩანს გამორჩათ ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც ასვე ყაზახეთის ჩეპიონატში „კისარის" შემადგენლობაში თამაშობს, ან ჩათვალეს, რომ არ მოხვდება ნოემბრის განაცხადში, თუმცა დღეს, საკუთარი კლუბის გამარჯვებაში წვლილი შეიტანა. ქართველმა, გოლი 55-ე წუთზე გაიტანა. ლობჯანიძის გუნდმა კი, 2-0 მოიგო.


მსოფლიოში და მათ შორის ყაზახეთში კორონა ვირუსის მეორე ტალღის დაწყებასთან ერთად, რეგულაციები ყაზახეთშიც გამკაცრდა. კერძოდ, 2020 წლის 6 ოქტომბრიდან დაწყებული, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებით, ნურ სულთანის, ალმა ათის აეროპორტებიდან, უცხო ქვეყნის ბინადრობის მოქნე ყველა იმ მგზავრს აბრუნებენ საზღვრიდან, ვისაც არ აღმოაჩნდება ქვეყანაში შესვლამდე 72 საათით ადრე გაკეთებული კოვიდ-ტესტის დამადასტურებელი ცნობა. მაგალითად, ე.წ კოვიდ-პასპორტის არ ქონის გამო, 6 ოქტომბრიდან დღემდე, 200-ზე მეტი პირი ყაზახეთის საზღვარზე არ გადაუშვეს. მათ შორის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები.  რაც შეეხება ყაზახეთის მოქალაქეებს, ისინი საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, 2-დღიან იზოლაციაში გადადიან.


არაა გამორიცხული, რომ მსოფლიოში და მათ შორის ყაზახეთში, სიტუაციის დამძიმებასთან ერთად, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვაც გახდეს აუცილებელი. მაგალითად, ყაზახეთში აღარ შეუშვან უცხო ქვეყნის  მოქალაქეები. ან, ყაზახეთის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც კორონა ვირუსის პირველი ტალღის დროს, რუსეთის აეროპორტებში კვირების მანძილზე არაადამიანურ პირობებში მოუხდათ ღამეების თევა, აღარ მისცენ ქვეყნის დატოვების უფლება. თუმცა, ეს არანაირი მიზეზით, არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც პირველი ტალღის დროსაც, სხავადასხვა ქვეყნის მთავრობებმა, ამ მოქალაქეთა სურვილის შემდეგ, ჩარტერული რეისებით სამშობლოში დააბრუნეს. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში იყო საქართველო.  


საჰაეროს გზის ჩაკეტვის შემთხვევაშიც კი, ქართულ მხარეს, აქვს მთელი რიგი ბერკეტები, რომლითაც ყაზახეთში მყოფი ქართველი ლეგიონერების თბილისში ჩამოყვანა, 12 ნოემბრის მატჩისთვის არ გახდება პრობლემა. ასე, რომ ნოემბრის სანაკრებო შეკრებაზე, ყაზახეთში მოთამაშე ყველა ის ფეხბურთელი იქნება, რომელსაც ვლადიმირ ვაისი გამოუძახებს.


შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ჩვენი ვებ-გვერდის პოზიციის დაფიქსირება და კოლეგებისადმი თხოვნით მიმართვა, რომ 12 ნოემბრის მატჩამდე, როდესაც ფონი ისედაც დაძაბულია, ზედმეტ გართულებებს მოვერიდოთ და ქართული საფეხბურთო ოცნების ასასრულებლად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მშვიდ გარემოში მოსამზადებლად ხელი შევუწყოთ.