ხვალ ბუდაპეშტის გრან სლემი იწყება
ხვალ ბუდაპეშტის გრან სლემი იწყება
22.10.2020
ავტორი: თ.ჯ.

მსოფლიოში, კორონა ვირუსის მეორე ტალღის მიუხედავად, სპორტის კიდევ ერთი სახეობა უბრუნდება „ცხოვრებას".  ცნობილი ხდება, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, პანდემიით გამოწვეული, თითქმის  8-თვიანი შესვენების შემდეგ, მსოფლიო ტურის შეჯიბრებს აგრძელებს.


23-25 ოქტომბერს, ბუდაპეშტში უნგრეთის გრან სლემი გაიმართება. ტურნირი,  COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდება.


გრან სლემზე,  69 ქვეყნის ძიუდოისტებს ელიან და მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან.


საქართველოს ღირსებას დაიცავენ:  ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).


გრან სლემის პროგრამის მიხედვით, ასპარეზობის პირველი დღეს, 23 ოქტომბერს, ქართველთაგან ბაგრატ ნინიაშვილს მოუწევს ასპარეზობა.  


23 ოქტომბერი -60კგ, -66კგ,

24 ოქტომბერი -73კგ, -81კგ,

25 ოქტომბერი -90კგ, -100კგ, +100კგ.