
დღეს, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
სახელოვანი ქართველის ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფოდ საჭიროა თანხის შეგროვება. დავით ხახალეიშვილს ცოტა ხნის წინ ექიმებმა გულის უმძიმესი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. პირველადმა მკურნალობამ მცირე ეფექტი გამოიღო. ამჯერად კი აუცილებელია საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაციის გაკეთება. მივმართავთ მთელ ქართულ საზოგადოებას, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ ლეგენდარულ ძიუდოისტს, რომელსაც არაერთხელ გაუხარებია ქართველი ხალხი.
თითოეული ადამიანის დახმარება და თითოეული თეთრი ძალიან მნიშვნელოვანია.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე: "თიბისი" ბანკიანგარიშის ნომერი GE18TB7618245166300002მიმღები - დავით ხახალეიშვილი





ჩვენ








