2+1 ყაზახურმა მედიამ ტურის სიმბოლური დაასახელა
2+1 ყაზახურმა მედიამ ტურის სიმბოლური დაასახელა
23.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში 3 ქართველი მოხვდა. ტურის საუკეთესო მწვრთნელი კახა ცხადაძე გახდა, რომლის „შიმკენტიც" უკვე 6 ტურია დაუმარცხებელია და აქედან, ბოლო მიმდინარე სერიაში 4 გამარჯვება იზეიმა.  Sports.kz-ს ინფორმაციით, „კახაბერ ჯუმბეროვიჩს", მიუხედავად იმისა, რომ მან ჟურნალისტების, „შიმკენტის" გუნდის ბომბარდირი „დათარსეს" და მას, გოლები ვეღარ გააქვს, ამ ტურში, მაინც საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი ეკუთვნოდა.


ბუნებრივია, მწვრთნელის გარდა, აღნიშნულმა გამოცემამ ტურის საუკეთესო 11 ფეხბურთელიც დაასახელა. ტურის გუნდში კი, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ელგუჯა ლობჯანიძე მოხვდნენ.


„მინდვრის ცენტრში, კუსტანაიელებმა ჩემპიონს აჯობეს და ამაში უდიდესი წვლილი ჯაბა კანკავაზე მოდის, რომელმაც ძალიან ბევრი და გუნდის სასარგებლოდ იმუშავა", - წერს გამოცემა კანკავასთნ დაკავშირებით. რაც შეეხება ლობჯანიძეს, პორტალმა აღნიშნა, რომ ქართველი მოწინააღმდეგე გუნდის  დაცვის ხაზის „დატერორებაში" დიდ როლს თამაშობდა, ამას გარდა საკუთარ სათვალავში, გოლიც ჩაიწერა და შესაბამისად, ტურის სიმბოლურში მოხვედრასაც იმსახურებდაო.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ყაზახურ და ქართული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვითომდა კორონა ვირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ყაზახეთში მოთამაშე ქართული ლეგიონი, 12 ნოემბრის მატჩში მონაწილეობის მისაღებად ვერ ჩამოვიდოდა. რაოდენ აბსურდულიც არ უნდა ყოფილიყო ეს განცხადება, ჩვენმა გვერდმა, ის მაინც გადაამოწმა აბსოლუტურად სანდო წყაროსთან და ქართველი გულშემატკივარიც, შეგვიძლია დავამშვიდოთ, რომ ყველა ის ფეხბურთელი, არა მხოლოდ ყაზახეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებში მოთამაშენიც, რომელსაც ვლადიმირ ვაისი გამოიძახებს, ნოემბრის შეკრებაზეც იქნება და როგორ 12 ნოემბრის მატჩში მიიღებს მონაწილეობას, ასევე ერთა ლიგის ბოლო 2 ჯგუფურ შეხვედრაშიც.



სტატია მომზადებულია Sports.kz-ს მიხედვით