
უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს 2019 წლის ქალთა ლიგის გამარჯვებული „ლანჩხუთი" ყაზახეთის წარმომადგენელს, „ოკჟეტპესს" დაუპირისპირდება. შეხვედრა ყაზახურ ქალაქ კოკშეტაუში, 3 ან 4 ნოემბერს ჩატარდება.
ყაზახური გუნდი, ქალთა ლიგის 6 გუნდიან ჩემპიონატში მეორე საფეხურზეა და გათამაშების გამარჯვებულს „ბიიკ ყაზაგიურტს", რომელშიც ქართველი გულნარა გაბელია თამაშობს 6 ქულით ჩამორჩა. გუნდს სეზონის მანძილზე 81 გოლი აქვს გაშვებული და 16 მიღებული. ყაზახეთის ქალთა ჩემპიონატი, რამდენიმე წრედ ტარდება. წლის ბოლოს ბომბარდირთა დავაში, საუკეთესო ოთხეულში მე-2, მე-3 და მე-4 ადგილებზე ამ გუნდის 3 წარმომადგენელი მოხვდა - ბიბიგული ნურუშევა, ბაგიამ კირგიზბაევა 15-15 გატანილი გოლით და ასელხან ტურლიბეკოვა 12 გატანილი გოლით.
აღსანიანავია, რომ ამ სამეულიდან, ქართული გუნდის მომავალი მოწინააღმდეგის ნახევარმცველი ბეგაიმ კირგიზგაევა წლის საუკეთესოდ დასახელდა ამ პოზიციაზე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ „ლანჩხუთმა" ცოტა ხნის წინ დასრულებულ ქალთა ლიგის 2020 წლის გათამაშება 34 ქულით მეორე საფეხურზე დაასრულა. 13 მატჩში 88 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა. უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე კი, ნოემბრის საკლუბო თამაში პირველი გამოცდილება იქნება ამ რანგის შეჯიბრზე.
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, უეფა-მ ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფორმატშიც შეიტანა ცვლილებები და თუკი, ადრე საკვალიფიკაციო ეტაპი მინი ტურნირების სახით იმართებოდა, ახლა გუნდებს 2 საკვალიფიკაციო ეტაპის თამაში უწევთ.
ფოტო: UEFA.COM





ჩვენ








