მინუს ერთი თამაში და მინუს ერთი ქულა
მინუს ერთი თამაში და მინუს ერთი ქულა
23.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„დინამო არენაზე" 2-ჯერ გადადებული მე-12 ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ისევე, როგორც 2020 წლის ელიგის სეზონის პირველ შეხვედრაში, „საბურთალოს" კარში 3 გოლის გატანა შეძლეს, თუმცა პირველ ტაიმში, ვიდრე, გუნდები თანაბარი შემადგენლობით თამაშობდნენ, დინამოელთა სასარგებლოდ, ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო.


მაგალითად, შეხვედრის მე-4 წუთზე პერნაბუკოს შეეძლო ანგარიშის გახსნა. ზუსტად 1 წუთში, კუთხურის შემდეგ უკვე დინამოელთა კაპიტანს, გიორგი პაპავას შეეძლო ანგარიშის გახსნა, თუმცა, საკუთარი გუნდი ცნობილაძემ იხსნა, რომელმაც კარის ხაზიდან ბურთის გამოტანა მოახერხა. მატჩის სტარტზე, მასპინძელთა აქტიურობას შედეგი მოჰყვა და მე-12 წუთზე, ნოდარ ქავთარაძემ 11-მეტრიანით გახსნა ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ერთის შეხევდით თითქოს, არ ემჩნეოდა, მაგრამ თამაში საკმაოდ უხეში იყო და უკვე მე-13 წუთზე, გოგა კიკაჩეიშვილს, 3 ყვითელი ბარათი ჰქონდა ნაჩვენები. აქვე მოვლენებს, ოდნავ გადავასწრებ და ვიტყვი, რომ შეხვედრის არბიტრმა ამ მატჩში, 11 ყვითელი ბარათი აჩვენა, საიდანაც ორ-ორჯერ დინამოელთა 2 ფეხბურთელი დასაჯა. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა გუნდის კაპიტანი გიორგი პაპავა, მეორე ტაიმის ბოლოს კი, ვიქტორ მონხილი გააძევა - შესაბამისად, მომდევნო შეხვედრაში, რომელსაც „დინამო თბილისი", ქუთაისის „ტორპედოს" წინააღმდეგ მოუწევს თამაში, არ ეყოლება გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ორ ზონაში.


როგორც გითხარით, დინამოელებს პირველ ტაიმში ბევრჯერ ჰქონდათ ლაზარე კუპატაძის კარის აღების შესაძლებლობა. უკვე აღნიშნული მომენტების გარდა, 100%-იანი საგოლე მომენტი გაანიავა ქავთარაძემ. თუმცა, 21-ე წუთზე, სწორედ მის მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, დინამოელთა კაპიტანმა, გიორგი პაპავამ, ანგარიში 2-მდე გაზარდა.


ამ გოლის შემდეგ, მასპინძლებმა, ოდნავ დათმეს პოზიციები და 30-ე წუთიდან,  „საბურთალომ" ოდნავ მოახერხა და გაათანაბრა თამაში. თუმცა, ეს აქტიურობა უფრო მინდვრის შუაგულში და  „დინამო თბილისის"  საჯარიმოს მისადგომებთან უფრო შეინიშნებოდა და კარაში დარტყმამდე საქმე არ მისულა. სამაგიეროდ, მე-40 წუთზე, დინამოელთა საჯარიმოდან იაშვილის მიერ გადაჭიმული გადაცემა, ქავთარაძემ გოლით დააბოლოვა და შესაბამისად, პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა.


კიდევ ერთი მომენტი რაც ამ ტაიმიდან დაგვამახსოვრდა, მინდვრიდან გაძევებული გიორგი პაპავა არის. ქვეყნის ჩემპიონს კი, ტაიმის ჩამთავრება 10 ფეხბურთელით მოუხდა. შესაბამისად, მეორე ტაიმში, 10-კაციან „დინამოს" წინააღმდეგ, რომელმაც სწორი გადაწყვეტილება მიიღო და კარის უსაფრთხოებზე იზრუნა, „საბურთალო" გააქტიურდა. თუმცა, კარის მხარეს, რეალურად, ბუმალის გარდა, არც არავინ ურტყამდა. სტუმართაგან ერთ გოლის გაქვითა, გუნდის კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა მოახერხა, თუმცა, მანვე, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-7 წუთზე, კიდევ ერთი 11-მეტრიანი გააფუჭა. ამ დროისთვის, „დინამო თბილისი" 9 კაცით იყო უკვე დარჩენილი.


ამ მომენტამდე, რამდენიმე წუთით ადრე, საგოლე მომენტი გაანიავა, „დინამო თბილისის" განელმა ლეგიონერმა ბენიომ. მოკლედ, ასეა თუ ისე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, გამოტოვებული შეხვედრა, დამაჯერებლად, თანაც მინდორზე ნაკლული შემადგენლობით მოიგო, ანგარიშით 3-1 და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.


ახლა, „დინამო თბილისს" 25 ქულა აქვს და ერთი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული, ბათუმის „დინამოსთან" შედარებით, რომელიც 26 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეშია და მხოლოდ 1 ქულით, 1-ით მეტი ჩატარებული თამაშის შემდეგ უსწრებს თბილისურ გუნდს.


სატურნირო ცხრილი