მხოლოდ 2 მედლით ბუდაპეშტიდან
მხოლოდ 2 მედლით ბუდაპეშტიდან
26.10.2020
ავტორი: თ.ჯ.

ბუდაპეშტში დასრულებულ ტრადიციული გრან სლემის ბოლო დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა, როგორც იქნა, მედლების მოგება მოახერხეს.


+100 კგ წონითი კატეგორიაში, საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმა უნგრეთის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გადამწყვეტ შეხვედრაში, ზაალიშვილმა ჰოლანდიელი იურ სპაიკერსი დაამარცხა, ხოლო მატიაშვილმა ისრაელის ნაკრების წევრს, ორ სასონს სძლია.


უნგრეთში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი, კორონა ვირუსით გამოწვეული, თითქმის 8-თვიანი შესვენების შემდეგ გაგრძელდა.


მსოფლიო ტურის ტურნირი, ბუდაპეშტში 23-25 ოქტომბერს გაიმართა და  COVID-19-თან დაკავშირებული მკაცრი რეგულაციებით ჩატარდა. გრან სლემზე,  69 ქვეყნის ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა და მათ შორის, საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ.


საქართველოს ღირსებას იცავდნენ:  ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ), ფრიდონ გიგანი (-73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (-90კგ), გელა ზაალიშვილი (+100კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).


IJF ფოტო