ქართველ მსაჯთა ბრიგადა ევროპა ლიგის მორიგ მატჩზე
ქართველ მსაჯთა ბრიგადა ევროპა ლიგის მორიგ მატჩზე
29.10.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველ მსაჯთა ბრიგადა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს მოემსახურება. ჩვენებურები, ზაპოროჟიეში იმყოფებიან, სადაც, რამდენიმე საათში ლუგანსკის „ზორიასა" და პორტუგალიის „ბრაგას" შორის მატჩის განსჯა მოუწევთ. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:55 წუთზე დაიწყება.


აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნბა.  მას ლევან ვარამაშვილი და ზაზა ფიფია დაეხმარებიან. კიდევ ერთი ქართველი მსაჯი, გიორგი ვადაჭკორია კი, მეოთხე მსაჯის მოვალეობას შეასრულებს.


შეგახსენებთ, რომ გიორგი ყრუაშვილი საქართველოს ისტრიაში, ლევან ფანიაშვილის შემდეგ, მეორეა, რომელიც ფიფა-ს კლასიფიკაციაში მეორე კატეგორიის მსაჯის კატეგორიაში მოხვდა.