
ყველა სპორტულ ჟურნალისტს, რომელსაც მიაჩნია, რომ 2019 წლის 8 ოქტომბრიდან, 2020 წლის 9 ნოემბრამდე საინტერესო შინაარსის სტატიის გამოქვეყნება მოახერხა, Sport Media Awards - 2020-ის კონკურსში შეეძლება მონაწილეობის მიღება.
საკონკურსო პირობების მიხედვით, არაა აუცილებელი, რომ სტატია ინგლისურ ენაზე იყოს დაწერილი. მიიღება ნებისმიერ ენაზე დაწერილი სტატია, ან ეთერში გასული მასალა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 9 ნოემბერია.
კონკურსანტები გამარჯვებულებს 8 ნომინაციაში გამოავლენენ, საიდანაც ერთ ახალგაზრდულია. 30 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი მიიღებს დიდ საერთაშორისო სპორტულ ფორუმზე დასასწრებ სტიპენდიას. სხვა დანარჩენ ნომინაციებში (სტატია, ფოტო, აუდიო და ვიდეო სიუჟეტი) გამარჯვებულებს 8000, 3000 და 2000 აშშ დოლარი ელით პრიზად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია შემდეგი ბმულის მიხედვით უნდა გაიარონ.





ჩვენ








