21-წლამდელებს სლოვაკებთან მატჩში არ ეყოლებათ ლუკა ლაკვეხელიანი
21-წლამდელებს სლოვაკებთან მატჩში არ ეყოლებათ ლუკა ლაკვეხელიანი
01.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ნოემბრის შეკრებაზე და შესაბამისად, 12 ნოემბრის მატჩზე, რომელიც თენგიზ ბურჯანაძეს უნდა გაიმართოს, არ ეყოლება ლუკა ლაკვეხელიანი. TSFF.GE-სთან საუბარში, ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ უნგრეთის ჩემპიონატის კალენდარულ მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზულია.


„კი, სამწუხაროდ, ჯვარედინი გავიწყვიტე და ახლა, ოპერაციის გაკეთებას ველოდები. ოპერაციას უნგრეთში ვიკეთებ და შესაბამისად, შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდსაც უნგრეთში გავივლი. ახლანდელი გათვლებით, მინდორზე 6 თვის შემდეგ მოვახერხებ დაბრუნებას", - ამბობს ლუკა.


ქართველი მცველი, რომელიც „მეზოკოვეშდი" ზაფხულიდან თამაშობს, ადგილობრივი ჩემპიონატის მე-9 ტურში, „ჰონვედთან" შეცვლაზე შეუშვეს, თუმცა, რამდენიმე 18 წუთში მისი შეცვლა დასჭირდათ. სამწუხაროდ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ტრავმა სეროზული აღმოჩნდა და შესაბამისად, მას 2020 წლის ბოლომდე და შემდგომ, კიდევ რამდენიმე თვე იძულებით შესვენება მოუწევს.




სფფ-ს ფოტო / ავტორი თამარ ყულუმბეგაშვილი