„მერებას“ გუნდში 12 ადამიანს კორონა დაუდასტურდა
„მერებას“ გუნდში 12 ადამიანს კორონა დაუდასტურდა
01.11.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პოლონური ექსტრაკლასაც და თასის გათამაშებაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი გუნდი დგება კორონა ვირუსით გამოწვეული პრობლემების წინაშე გრძელდება. შესაბამისად, აღნიშნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებიც, საკუთარ კლუბებში აგრძელებენ ასპარეზობას.


მას შემდეგ რაც, ჩვენი გვერდისთვის ცნობილი გახდა, რომ პლოცკის „ვისლაში", კორონა ვირუსის 12 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც დღეს კიდევ 10 შემთხვევა დაემატა, იქ მოთამაშე გიორგი მერებაშვილს დავუკავშირდით.


„საბედნიეროდ მე კარგად ვარ. თუმცა, ჩემთან კლუბში უკვე 22 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორისაა, კლუბის მთავარი მწვრთნელიც. არადა, სამშაბათს თასზე, მნიშვნელოვანი შეხვედრა უნდა გვგქონოდა", - აღნიშნა გიორგი მერებაშვილმა.


3 ნოემბერს, ვარშავას დროით 17:00 საათზე, ქართველის გუნდი პოგონის „შჩეჩინს" უნდა დაპირისპირებოდა. COVID 19-ის გამო, აღნიშნულ შეხვედრაზე გულშემატკივარი არ დაიშვებოდა. პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი, „ვისლას" ოფიციალური გვედრის ინფორმაციით უფასო იქნება და მისი ხილვა, ყველა გულშემატკივარს შეეძლებოდა. თუმცა, დღევანდელი განახლებული მონაცემებით თამაში გადადებულია.


აქვე გეტყვით, რომ 31 ოქტომბრის მონაცემებით, კორონა ვირუსის დღიური 21897 შემთხვევა დაფიქსირდა და 280 ადამიანი გარდაიცვალა.